თეგებით ძიება
21. 08. 2019 News-ები

"თბილისი მოლის" ავტოსადგომზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

"თბილისი მოლის" ავტოსადგომზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინების შესვლიდან რამდენიმე წუთში სახანძრო სამაშველო ბრიგადამ ხანძრის ლოკალიზაცია შეძლო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის გამო სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა და უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე წუთით ადამიანებს შენობა დაატოვებინებს.

ამ დროისთვის "თბილისი მოლი" მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა