თეგებით ძიება
22. 08. 2019 News-ები

გააქრეთ სხეულიდან ზედმეტი ცხიმები ატმის ოთხდღიანი დიეტით

ატმის სეზონური დიეტა საკმაოდ ადვილი დასაცავია და ზედმეტი ცხიმებისგანაც გათავისუფლებთ. მთავარია, მენიუსთან ერთად, დღის განმავლობაში სვათ ატმის კომპოტი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: 400 გრამი ატამი ჩაყარეთ ლიტრ-ნახევარ ადუღებულ წყალში, დაამატეთ მწვანე ჩაის ფოთლები და წამოადუღეთ. გაანაწილეთ დღის განმავლობაში და თანაბარი რაოდენობით დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ – ერთ საათში.
დიეტის პირველი დღე:
9:00 – ატმისა და ჩაის კომპოტი.
I0:00 – 100 გრამი უცხიმო ხაჭო, კომპოტიდან ამოღებული 100 გრამი მოხარუშლი ატამი.
12:00 – 1 ცალი ცოცხალი ატამი.
14:00 – 70 გრამი ბრინჯი, ზეთის გარეშე მოშუშული მწვანე ბულგარული წიწაკითა და ბროკოლით.
17:00 – 100 გრამი კომპოტის ატამი.
19:00 – ერთი კვერცხის ომლეტი პომიდვრითა და მწვანილით.
მეორე დღე:
9:00 – ატმისა და ჩაის კომპოტი.
10:00 – 120 გრამი იოგურტი, 100 გრამი კომპოტის ატამი.
12:00 – 1 ცალი ახალი ატამი.
14:00 – 70 გრამი მოხარშული ბრინჯი სტაფილოსა და ოხრახუშთან ერთად.
17:00 – 100 გრამი ატამი კომპოტიდან.
19:00 – 100 გრამი ქათმის თეთრი ხორცი, 1 ცალი პომიდორი.
მესამე დღე:
9:00 – ატმისა და ჩაის კომპოტი.
10:00 – შვრიის ფაფა, 100 გრამი ატამი კომპოტიდან.
12:00 – 1 ცალი ახალი ატამი.
14:00 – 250 გრამი მწვანილსა და ბულგარულ წიწაკაში ჩაშუშული ყაბაყი.
17:00 – 100 გრამი ატამი კომპოტიდან;
19:00 – 200 გრამი მოხარშული თევზი სალათის ფურცლებით.
მეოთხე დღე:
9:00 – ატმისა და ჩაის კომპოტი.
10:00 – 100 გრამი უცხიმო ხაჭო, კომპოტის ატამთან ერთად.
12:00 – 1 ცალი ახალი ატამი.
14:00 – მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი სალათის ფურცლებით.
17:00 – 100 გრამი ატამი კომპოტიდან.
19:00 – უცხიმო იოგურტი.

წყარო: თბილისელები


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა