თეგებით ძიება
22. 08. 2019 News-ები

ეს ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა! საოცარი ისტორია უცნაური სიყვარულის შესახებ!

გულისშემძვრელი ისტორია უსასრულო სიყვარულში დაგარწმუნებთ. 63 წლიანი ქორწილის შემდეგ ჰენრი და ჟანეტ დე ლანჟი ერთ დღეს გარდაიცვალნენ. ჟანეტი ალცჰაიმერს ებრძოდა, მისი ქმარი კი რამდენიმე წლის განმავლობაში პროსტატის კიბოთი იტანჯებოდა.

ეს უკანასკნელი ცოლს საავადმყოფოში ხშირად აკითხავდა ხოლმე.

სამწუხაროდ, ჰენრის დაავადება სწრაფად პროგრესირებადი იყო. ის ზუსტად იმ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მისი ცოლი იწვა. კეთილი მედპერსონალის დახმარებით კი ცოლ-ქმარი ერთ ოთახში ატარებდა სიცოცხლის ბოლო დღეებს.

ბოლო კვირების განმავლობაში წყვილი განსაკუთრებით თბილი იყო ერთმანეთის მიმართ.



და ერთხელაც, როცა საავადმყოფოში მათი 5 შვილიდან მხოლოდ 2 იმყოფებოდა, ჟანეტი გარდაიცვალა. ძმები მივიდნენ მამასთან და უთხრეს,რომ მისი ძვირფასი მეუღლე სამოთხეში გაემგზავრა.

ჟანეტის სიკვდილიდან 20 წუთში ჰენრისაც საბოლოოდ გაუჩერდა გული.

ეს ზუსტად ის მომენტი იყო, რასაც ოჯახი დღემდე ვერ უძებნის ახსნას.

ცოლ-ქმარმა მარადიული სიყვარულის შესახებ არსებული მითი რეალობად აქცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა