თეგებით ძიება
22. 08. 2019 News-ები

მონიკა ბელუჩის 10 ციტატა, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ!

მონიკა ბელუჩის სახელი ქალური სილამაზის სინონიმია. მას იტალიელ ქალღმერთადაც მოიხსენიებენ. ის ყურადღებას თავისი სექსუალურობის და ქალურობის გამო იპყრობს.

დღეს ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის ციტატებს შემოგთავაზებთ.

1. სილამაზე ქალისთვის მხოლოდ ორ შემთხვევაში ხდება პრობლემა: როცა ის არ არის ან მას არ აქვს არაფერი სილამაზის გარდა.

2. ადამიანებმა შეიძლება გაპატიონ ჭკუა, ნიჭიერებაც, მაგრამ სილამაზე – არასოდეს.

3. სილამაზე ცოცხალი და საინტერესო მაშინ ხდება, როცა ის ტანსაცმლით იმალება.

4. სიყვარული ცოცხლობს იქ, სადაც არსებობს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და თავისუფლება. სურვილი მოექცეთ ვინმეს, როგორც საგანს – აბსურდია.

5. არაფრის დიდებით არ მსურს რომ კვლავ 20 წლის ვიყო. ახლა უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე მაშინ. ამ ასაკში ჩვენ ვიწყებთ საკუთარი თავის შეცნობას, ვცდილობთ გავიგოთ რა გვინდა, ვინ გვინდა ვიყოთ. არ ვართ თავდაჯერებულები. ახლა კი ზუსტად ვიცი რა მჭირდება და რის გარეშე ვერ ვიცხოვრებ.

6. ვიღაცამ მითხრა, რომ მსახიობში მძინარე მზეთუნახავი ცხოვრობს. როცა ერთ როლს ითამაშებ, ერთ-ერთი მზეთუნახავი ცოცხლდება. ჩვენში ყველაფერია, უბრალოდ ამას დანახვა სჭირდება.

7. ფემინურობა – ეს ჰარმონია, მგრძნობელობა და ბუნებრიობაა.

8. სექსის შემდეგ კაცს სძინავს, ქალი კი ფიქრობს თუ როგორ წარიმართა ყველაფერი.

9. ეს არის მინუსი, თუ თქვენ სულელი ხართ, მაგრამ თუ ჭკვიანი ხართ და იცით, როგორ გამოიყენოთ სილამაზე, ეს ღირსებაა.

10. ადამიანის ტვინი ტექნოლოგიურ სფეროში ვითარდება, მაგრამ პირიქით ხდება გრძნობებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა