თეგებით ძიება
23. 08. 2019 News-ები

ურეკში ზღვამ 2 მკვდარი დელფინი გამორიყა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე სოციალურ ქსელში ზღვის სანაპიროზე ორი მკვდარი დელფინის გამორიყვის შესახებ წერს.

"მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის მდეპარტამენტში 14 აპრილს შემოვიდა შეტყობინება სანაპირო ზოლში ორი მკვდარი დელფინის შესახებ, 15 აპრილს ამ ორი მკვდარი დელფინის ნახვის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ ბათუმის, ხოლო 16 აპრილს მწვანე კონცხის აქვატორიიდან, 17 აპრილს ეს ორი მკვდარი, სანაპირო ზოლში მოდრეიფე დელფინი ნახეს ქობულეთის აქვატორიაში. დღეს მივიღეთ ინფორამცია რომ ეს ორი მკვდარი დელფინი გამოირიყა ურეკის სანაპიროზე. 4 დღეში გონიოდან - ურეკამდე დრეიფი - აქამდე ასეთი რამე არ დაგვიფიქსირებია"- წერს გუჩმანიძე.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა