თეგებით ძიება
23. 08. 2019 News-ები

მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ,,დიდი მუზარადის” ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე იასპარეზებს.

21 წლის ბოლქვაძემ სამხრეთ კორეელი ნა-ლაეს წინააღმდეგობა წარმატებით დასძლია.

ქათველისა და კორეელი ჩოგბურთელების დრამატულმა ორთაბრძოლამ 2 საათი და წუთი გასტანა. WTA-ს რეიტინგის 202-ე ჩოგანმა აზიელ ჩოგბურთელს 3-სეტში 2-6, 6-2, 7-5 სძლია.

მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასასვლელად ჩინელ ჩოგბურთელ შილინ ხუს დაუპირისპირდება.

მორიგი აზიელი ჩოგბურთელის წინაშე მარიამი 23 აგვისტოს, წასრდგება და გამარჯვების შემთხვევაში ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს. ბოლქვაძე დიდებს შორის “დიდი მუზარადის” ტურნირზე პირველად იასპარეზებს.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა