თეგებით ძიება
23. 08. 2019 სპორტი

მესი თუ რონალდუ? - მეცნიერებმა სუპერკომპიუტერის დახმარებით საუკეთესო გამოავლინეს!

ბელგიელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ფორმულა, რის მიხედვითაც გამოავლინეს საუკეთესო ფეხბურთელი. მესი თუ რონალდუ? ეს კითხვა უკვე წლებია ისმის და პასუხად განსხვავებულ პასუხებს ვიღებთ, თუმცა უკვე გვაქვს სუპერკომპიუტერის ვერდიქტი, რომელიც პროგრამამ რამდენიმე დღის წინ გამოიტანა. ბელგიელმა მეცნიერებმა ჰოლანდიურ SciSports-თან ერთად დიდი მუშაობის შედეგად დაითვალეს სტატისტიკა და გაარკვიეს ვინ უფრო პროდუქტიულია საკუთარი გუნდისთვის საფეხბურთო მინდორზე.

"ხშირად ფეხბურთელის ვარგისიანობას მხოლოდ გოლებით და საგოლე გადაცემებით საზღვრავენ. გოლები ხშირად არ გადის, ფეხბურთელმა უამრავი სამუშაო უნდა შეასრულოს, რათა მის გუნდს გამარჯვებაში დაეხმაროს. ჩვენ დავითვალეთ ვარდნები, პასების სიზუსტე, დრიბლინგები, დარტყმები... რის შედეგადაც დადგინდა, რომ მესი საუკეთესო ფეხბურთელია. კვლევა 2013/14 წლების სეზონიდან დავიწყეთ, თავიდან რონალდუ და მესი თითქმის ერთნაირ შედეგს აფიქსირებდნენ, თუმცა 2015/16 წლების სეზონიდან ლიონელმა ძალიან გაასწრო პორტუგალიელს. ხანდახან ფეხბურთელები ყურადღების ცენტრში არიან, თუმცა ღირებულს ვერაფერს აკეთებენ, მაგალითად პოლ პოგბას მოყვანა შემიძლია. ასევე არიან მოთამაშეები, რომლებიც იშვიათად ეხებიან ბურთს, თუმცა გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ. მაგალითად მუჰამედ სალაჰი და ჰარი კეინი. მესის ფენომენალური შედეგი აქვს, არგენტინელი ხშირად ეხება ბურთს და მისი ბურთთან შეხება თითქმის ყოველთვის ბარსელონასთვის სასარგებლო ქმედებით სრულდება" - განაცხადა ბელგიელმა პროფესორმა.

დაუჯერებთ თუ არა სუპერკომპიუტერს ეს თქვენი ნებაა, თუმცა ფაქტია, მესი-რონალდუს დავაში კიდევ ერთი საინტერესო აზრი დაფიქსირდა.

წყარო: sport.adjara.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა