თეგებით ძიება
23. 08. 2019 News-ები

ადამიანი-ობობა Marvel-ის კინოსამყაროს ტოვებს

სტუდიები Sony და Marvel-ი ადამიან-ობობაზე ერთად აღარ იმუშავებენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ამასთან, Sony-მ მომხდარზე პასუხისმგებლობა Marvel-ის მფლობელ კორპორაცია Disney-ს დააკისრა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტუდიები საკითხის ფინანსურ მხარეზე ვერ შეთანხმდნენ. Disney მომდევნო ფილმების 50%-იან დაფინანსებას სთავაზობდა Sony-ს, რომელსაც პერსონაჟი ეკუთვნის, მაგრამ ამ შემთხვევაში კომპანიებს შემოსავლების გაყოფა მოუწევდათ, რაზეც Sony-მ მტკიცე უარი განაცხადა.

ამ ეტაპზე დაგეგმილია ორი ფილმი ადამიან-ობობაზე ტომ ჰოლანდის მონაწილეობით, რომელთა რეჟისორიც ჯონ უოტსონი უნდა იყოს. თუმცა, ახლა ორივე პროექტი Marvel-ის კონტროლის გარეშე განხორციელდება.

ადამიანი-ობობა Marvel-ის კინოსამყაროში 2017 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ სუპერგმირული ფრანშიზის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

წყარო: imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა