თეგებით ძიება
23. 08. 2019 News-ები

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 24 აგვისტოსთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9279 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9336 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0057-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2365 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2487 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0122-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5764 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.5602 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0162-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5072 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5086 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა