თეგებით ძიება

ცნობილმა ნათელმხილველმა ვოლფ მესინგმა ზოდიაქოს 3 ნიშანს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა

ვოლფ მესინგი-ლეგენდად ქცეული პიროვნება გახლავთ, ნათელმხილველი რომელმაც სტალინის რეპრესიებს თავი "მშრალად" დააღწია. ამ ადამიანის ფენომენი დღესაც კი არაა სრულად გაშიფრული და იქნებ სწორედ ამ თვისებების გამო იცავდა მას ლავრენტი ბერია რეპრესიისაგან!
მესინგს გააჩნდა ის ნიჭი, რაც ჩვეულებრივი მოკვდავისათვის უცხო და გაუგებარია. ყველა წინასწარმეტყველების გარდა მესინგი დიდ დროს უთმობდა ასტროლოგიასაც. ასტროლოგიაზე დაკვირვების და მუშაობის შემდეგ მესინგმა დაასახელა ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელნიც უდიდესი ძალის და თვისების მატარებლებია.


სასწორი
ზოდიაქოს ამ ნიშანს მესინგმა წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანი უწოდა, მისი თქმით ამ ნიშანში გაერთიანებულია წონასწორობის მუდმივი დაცვის და ერთპიროვნული ლიდერობის თვისებები, ასევე სურვილი დაეხმაროს ახლო მყოფ ადამიანებს, მაგრამ არის გადაჭარბებულად თავმოყვარე.
ხშირად ეგოისტია, საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავლენ, მათ შორის ბოროტებაზეც კი.
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებში ძალზე განვითარებულია ინტუიციის გრძნობა წინასწარ განჭვრეტის უნარი.

ვერძი
მესინგის თქმით ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთღებული ტემპერამენტით და მიზნისკენ მიზანმიმართულად მიდიან, სახეზე ირგებენ ნიღაბს, რომლის მიღმა სულ სხვა ადამიანი იმალება და თავს წარმოაჩენს ისე, როგორიც არაა სინამდვილეში.
თვალზე "მტვრის შეყრას" ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები
ადვილად ახერხებენ, ასევე იოლად ახერხებენ მათდამი კეთილად განაწყონ უცნობი ადამიანები.
მესინგის თქმით ან ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები საუკეთესო ორატორები საუკეთესო ხელმძღვანელები არიან.
მათ გააჩნიათ ლიდერობისაკენ სწრაფვის უნარი, რა დროსაც ასხივებენ წარმოუდგენელ ენერგეტიკას, რომელიც ხშირად ძალიან შორ მანძილზეც გადაეცემა.
მათ გააჩნიათ ტელეპატიის უნარი-ასე თვლიდა მესინგი.

მერწყული
მერწყულის ნიშანი მესინგის თქმით ერთერთი ყველაზე რთული, მრავალწახნაგოვანი და ნაკლებად შესწავლილია.
მესინგი ვარაუდობდა, რომ ამ ნიშნის ქვეშ შესაძლოა დაიბადოს ბევრი ნიჭიერი და შემდეგში ცნობილი ადამიანი, რადგან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სამყაროს სხვა ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანებისაგან განსხვავებულად ხედავენ.
მათ შეუძლიათ დაინახონ ლამაზი ნივთი, ერთი ნახვით წვრილმან ნივთში. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მუდამ პოზიტივს ასხივებენ და ამ პოზიტიურ განწყობას სხვებსაც უნაწილებენ.
სწორედ ამ მიზეზით "ენერგეტიკული ვამპირები" დიდი სიამოვნებით ეძებენ მათთან დაახლოების საშუალებას.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა