თეგებით ძიება
29. 08. 2019 სპორტი

რუსმა ტანმოვარჯიშემ მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს სახელით იასპარეზებს

20 წლის რუსმა ტანმოვარჯიშემ მარია ხარენკოვამ სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა და ოფიციალურ შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით გამოვა. ამის შესახებ საუბარია ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.

სპორტსმენის სპორტულ მიღწევებშია ბრინჯაოს მედალი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში, ოქროს მედალი 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ძელზე ვარჯიშში. და ვერცლის მედალი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე კომბინირებულ ვარჯიშში.

მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც შტუტგარტში 4-13 ოქტომბერს გაიმართება მარია ხარენკოვა უკვე საქართველოს სახელით წარდგება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ხარენკოვა თბილისში იმყოფებოდა.



წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა