თეგებით ძიება

სექტემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი: „მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში"

ვერძი
მარტოხელა ვერძს რომანტიკული ნაცნობობა ელის. ურთიერთობა სერიოზულ რომანში მაშინ გადაიზრდება, თუ თქვენი გული დაკავებული არაა და თავად მოინდომებთ. მეუღლეებს შორის მატერიალურ საკითხებზე კამათია მოსალოდნელი. სექტემბრის ბოლოს ახალგაცნობილ ადამიანთან სექსუალური ექსპერიმენტების სურვილი გაგიჩნდებათ.


კურო
შეიძლება სიყვარულში გამოგიტყდეთ ადამიანი, რომელიც ან მეგობრად მიგაჩნდათ, ან თქვენი მშობლების შვილი/მეგობარია. თქვენზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მოვლენები. შუა თვეში თქვენმა პარტნიორმა შეიძლება ვერ დააფასოს ის, რასაც მისი გულისთვის აკეთებთ. თვის ბოლოს საყვარელი ადამიანი თქვენთვის უფრო მეტად ძვირფასი გახდება.


ტყუპი
ფლირტი შეიძლება გრძნობების აშკარა დემონსტრაციაში გადაიზარდოს და ძვირფასი საჩუქრებიც მიიღოთ. მეუღლეებს რომანტიკული მგზავრობა/მოგზაურობა ელით. საყვარელ ადამიანთან ჩხუბს აირიდებთ, თუ პარტნიორი სიბრძნეს გამოავლენს და არ აგყვებათ. მარტოხელებს თვის ბოლოს ახალი რომანტიკული კანდიდატი გამოგიჩნდებათ.


კირჩხიბი
შეიძლება რომანი გააჩაღოთ მასთან, ვის მიმართაც ნაზი გრძნობები გაკავშირებთ. დაქორწინებულებმა მეტად უნდა მოინდომოთ, რომ თქვენი კავშირი მეტად საინტერესო, ვნებიანი და რომანტიკული გახდეს. შუა თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. თვის ბოლოს ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად შეგიძლიათ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება.


ლომი
სექტემბერი ღირებულებების გადაფასების თვეა. მიხვდებით, რომ გვერდით მხოლოდ ღირსეული ადამიანი უნდა გყავდეთ, რომელთან ერთადაც საზოგადოებაში გამოჩენის არ შეგრცხვებათ. დაქორწინებულები აიძულებენ მეუღლეებს მათი გულისთვის გმირობა, განსაკუთრებული ქმედება ჩაიდინონ. არ დაგავიწყდეთ სატრფოს შექება. შუა თვეში საჩუქარს მიიღებთ ახალი თაყვანისმცემლისგან.


ქალწული
მარტოხელა ქალწულები უფრო მეტად რომანტიკული გახდებით და თქვენს ცხოვრებაში შემოუშვებათ ადამიანს, რომლის მიმართაც ლტოლვას განიცდით. დაქორწინებულები მეუღლეების გავითარებით, მათი რეალიზაციით დაკავდებიან. შუა სექტემბერში თქვენს ცხოვრებაში დამაინტრიგებელი მოვლენა მოხდება.


სასწორი
მარტოხელებმა შეიძლება რომანი დაიწყოთ იმ ადამიანთან, რომელიც მუდმივად გეხმარებათ. თქვენ ღირსეულად დააფასებთ მას, ვინც კრიტიკულ, რთულ მომენტში მუდამ თქვენ გვერდითაა. დაქორწინებულების ურთიერთობა იმის მიხედვით განვითარდება, თუ რამდენად საჭიროებთ ფსიქოლოგიურად ამ ადამინთან ყოფნას. შეიძლება მის
გამო მსხვერპლის გაღებამაც მოგიწიოთ. თვის ბოლოს სექსუალური ექსპერიმენტები გელით.


მორიელი
მარტოხელებს განსაკუთებული სიახლეები არ გელით. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სექსუალური კავშირი გსურთ ადამიანთან, რომელსაც მეგობარს ეძახით. დაქორწინებულები გაგებით უნდა მოეკიდოთ მეუღლის მოთხოვნებს. ოჯახურ ცხოვრებაში ხასიათის გამოვლენას მოეშვით. შუა თვეში საყვარელი ადამიანისთვის ძვირფასი საჩუქრის გაკეთების სურვილი გაგიჩნდებათ.


მშვილდოსანი
სექტემბერში საკუთარ თავს უღალატებთ, შეიძლება უარი თქვათ ადამიანზე, რომელიც მოგწონდათ და ურთიერთობა დაიწყოთ იმასთან, ვინც საერთოდ არ გიზიდავდათ სექსუალურად. მეუღლესთან კამათში მუდამ თქვენ ვერ იქნებით მართალი. ზოგჯერ უნდა აღიაროთ კიდეც საკუთარი დანაშაული. თვის ბოლოს სურვილი გაგიჩნდებათ, ახალი რომანტიკული პარტნიორი გაიჩინოთ.


თხის რქა
მარტოხელები გააჩაღებთ რომანს ადამიანთან, რომელსაც გარშემო ყველა განიხილავს. ის შეიძლება იყოს თქვენზე ასაკით გაცილებით პატარა. დაქორწინებულების ცხოვრებაში შეიძლება შემოიჭრას ადამიანი, რომელთანაც ადრე რომანი გქონდათ. თვის ბოლოს მოერიდეთ ნებისმიერ კონტაქტს (სექსი, ფლირტი) იმ ადამიანთან, ვისთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა არ გსურთ.


მერწყული
თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც წარსულში არაფერი გამოგივიდათ. შეიძლება ცოტა ხნით გაერთოთ, მაგრამ ურთიერთობა არ განვითარდეს. მოსალოდნელია სერიოზული საუბარი ადამიანთან, ვისაც ნამდვილად სურს თქვენ გვერდით ყოფნა. თვის ბოლოს მოერიდეთ კონტაქტს იმასთან, ვინც ყველანაირად ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას.


თევზები
თქვენს ფსიქოლოგიურ (შინაგანი ბლოკები) მდგომარეობასა და სურვილზე დამოკიდებული განავითარებთ თუ არა რომანს ადამიანთან, რომლის მიმართაც დიდი ხანია გრძნობები გაკავშირებთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ურთიერთობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. შუა სექტემბერში მეუღლის კეთილდღეობაზე უფრო უნდა იფიქროთ, ვიდრე საკუთარ თავზე.

წყარო: astrologi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა