თეგებით ძიება

"შესაძლოა გამომჟღავნდეს ინტიმური ცხოვრების დეტალები ან სხვა უსიამოვნო საიდუმლოებები" - ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს და წერს, რომ სეტემბრის თვე განსკუთრებით საშიშია, რადგან თეზების ზოდიაქოში მოძრავი შავი მთვარე ამ თვეში შეერთვებული იქნება ნეპტუნთან, რაც ბევრ უსიამოვნებას მოიტანს.

გაფრთხილება:
"შავი მთვარე, რომელიც თევზების ზოდიაქოში მოძრაობს, მთელი სექტემბრის მანძილზე შეერთებული იქნება აქვე მყოფ ნეპტუნთან. ამ შეერთებას ბევრი უსიამოვნო ამბების მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით კი სიფრთხილე მართებთ თევზებს, ქალწულებს და იმ ადამიანებს ვისაც ლილიტი თევზების ზოდიაქოში ჰყავთ. 12-14 სექტემბერს კი, როდესაც მთვარეც თევზებში აღმოჩნდება- კირჩხიბებსაც შეეხება.

საქმე იმაშია, რომ ამ შეერთებას შეუძლია საკმაოდ ბევრი ილუზიის გამოწვევა და ეს ეხება როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებს. ძალიან ბევრი ჩვენგანი შესაძლოა თაღლითობის, სიცრუის ან შანტაჟის მსხვერპლიც აღმოჩნდეს. შეიძლება იყოს გაქურდვის მცდელობაც. უარეს შემთხვევებში ქურდობაც. მთელი თვის მანძილზე სარისკოა ალკოჰოლთან და მითუმეტეს ნარკოტიკებთან ურთიერთობა. იმატებს მედიკამენტოზური მოწამვლის შემთხვევებიც. ასევე საშიშია არ მივირთვათ არასწორად მოხუფული ან ვადაგასული პროდუქტები. განსაკუთრებით თევზეულობა. სამწუხაროდ გაიზრდება არასწორი დიაგნოზების რაოდენობაც.
პრობლემები შესაძლოა შეგვექმნას იმ ადამიანების გამოც ვინც არიან ალკოჰოლის მოყვარულები ან ნარკოდამოკიდებულები. გარდა ამისა, უფრთხილდით უცხო ცხოველების მიფერებას. კბენის ან დაკაწვრის შემთხვევაში არ გადადოდ ვაქცინაცია.

მოუფრთხილდით პირად ინფორმაციას, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის- დაწყებული ანგარიშის ნომრით, დამთავრებული თქვენი ფინანსური შემოსავლების რაოდენობით თუ სხვა პირადი დეტალებით.

დაიმახსოვრეთ!! ძალიან მაღალი ალბათობით გახმაურდება რამოდენიმე ცნობილი სახის ფარული სკანდალური ამბები, მათ შორის მათიც, ვინც დიდ პოლიტიკაშია, ასევე დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ზედა ეშელონის რელიგიის მსახურებიც.

თუმცა ეს ამბები შესაძლოა რიგით ადამიანებსაც შეეხოთ, გამომჟღავნდეს მათი ინტიმური ცხოვრების დეტალები ან სხვა უსიამოვნო საიდუმლოებები.
ზოგადად აბურდული, აბსურდული და მისტიური თვეც კი შეიძლება რომ იყოს" - წერს ხათუა ნოელი.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა