თეგებით ძიება

სექტემბერი მძიმე თვეა, ორი პერიოდი კი ძალიან საშიში იქნება - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ სექტემბერი, ივნისი-ივლისის მსგავსად უმძიმესი პერიოდი იქნება. ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას 7 რიცხვამდე ურჩევს.

"ჯერჯერობით დედამიწა კვლავ პოზიტიურ ენერგოველშია, ამიტომ 5-7 სექტემბრამდე მეტნაკლებად სტაბილურია. კარგია თუ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების ამ პერიოდში მოაგვარებთ. დროის ამ მონაკვეთში დაწყებული საქმეები წარმატებით დასრულდება. შესაძლოა ბევრმა ადამიანმა ახლი თანამდებობა დაიკავოს, ან სარფიან საქმეში ჩაერთოს, ყოველ შემთხვევაში ეს პერიოდი ერთობ სასიკეთო დროა.

7 სექტემბრის შემდგემ დედამიწა გადადის უარყოფით ენერგოველში. ეს პერიოდი შეგვიძლია შევადაროთ ივნისი-ივლისის პერიოდს. აქ კოსმოსი მოუწყობს გამოცდას ყველა სახის ხელშეკრულებებს, რომელიც აქვე დაიდება, ან რომელიც დაიდო ივნის-ივლისში, ასევე გამოცდა ელით სასიყვარულო ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია ისიც რომ მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემებიც იჩენს თავს. სიფრხილე, თავდაჭერილობა, მოთმინება და დიპლომატია, ეს არის კოსმოსის მთავარი მესიჯი.

სახელმწიფო და საზოგადოებას შორის შეიქმნება სერიოზული კონფლიქტები, იქნება ახალი კანონებისა და ახალი წესების დადგენის დრო.

საერთაშრისო პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბება, რუსეთ-საქართველოს შორის გამძაფრდება დაძაბულობა. დღეს რაც მოხდა ახალი მთვარეობით შეიძლება აიხსნას, ვინაიდან ახალმთვარეობა ძაბავს სიტუაციას, ეს მდგომარეობა ნენელა ჩაწყნარდებ 7 რიცხვამდე, 7-ის შემდეგ ისევ დაიძაბება, ამიტომ აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად და დიპლომატიურად ვინაიდან კონფლიქტური სიტუაციებია გამწვავების ალბათობა მაღალია.

რთული პერიოდია ეკონომიკური და ბიზნეს მიმართულებებითაც. კრიზისი, შესაძლოა, იყოს სამთავრობო სფეროში. მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები, პრემიერმინისტრიდან დაწყებული მთავრობის წევრებით დამთავრებული ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი.

სექტემბერი მთლიანად მძიმე თვეა, თუმცა განსაკუთრებით საშიშია ორი პერიოდი:

12-18 და 21-28 სექტემბრის პერიოდი, ეს პერიოდში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს კოსმოსი - ავარიები, ხანძერები, ადამიანების გაღიზიანება, ფსიქოემოციური არამდგრადობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა უამრავი პრობლემა იჩენს თავს, რომელმაც შესძლოა სიკვდილიანობა გამოიწვიოს.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 23 რიცხვამდე პერიოდი უკეთესია მიწის და წყლის ნიშნებისთვის: ქალწული, კურო, თხის რქა, მორიელი, კირჩხიბი და თევზები.

დანარჩენი ნიშნებისთვის ნაკლებად წარმატებულია, მათვის შედარებით კარგი პერიოდი 23 სექტემბრიდან დაიწყება. გაუმჯობესდება მდგომარეობა, ვერძების, ლომების, მშვილდოსნის, სასწორების, ტყუპებისა და მერწყულებისთვის.

28 სექტემბრიდან მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობედება", - აღნიშნავს ცაგარელი.

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა