თეგებით ძიება

1 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ჩაიწერეთ ახალი იდეები, გეგმები, ვისთან ერთად გსურთ მომავალში მუშაობა. საღამოს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებს.

კურო - ნუ აქცევთ ყურადღებას სხვების ნათქვამს. ისე იმოქმედეთ, როგორც გული გიკარნახებთ. დაიცავით თქვენი უფლებები. იბრძოლეთ მიზნების განხორცილებისთვის.

ტყუპი - საყვარელ ადამიანს მეტი თავისუფლება უნდა მიანიჭოთ. მისთვის თქვენთან ურთიერთობა სიამოვნების მომნიჭებელი უნდა იყოს და არა საქმეების გარჩევის.

კირჩხიბი - დამატებითი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ ერთი შეცდომის გამო თქვენი გზიდან ჩამოცილება შეუძლებელია.

ლომი - ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, რაც ფინანსურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად, ოჯახური დღესასწაულის მოსაწყობად.

ქალწული - დღე სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ, კომფორტულ გარემოში დაისვენეთ, მომავლის გეგმები დააწყვეთ. ფინანსური საქმეების გამო მეგობრებთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ.

სასწორი - შეიძლება ვერ მიხვდეთ რას საქმიანობენ ან აკეთებენ ადამიანები და ამის
გამო ნუ გაბრაზდებით. ღიმილით ისაუბრეთ და კარგად გაიგეთ, რას ამბობს ოპონენტი ან რა სურს თქვენგან.

მორიელი - ადამიანს, რომელსაც სირთულეები შეემთხვა, დახმარებაზე უარს ვერ ეტყვით. თუმცა, ნურც ისე მოიქცევით, რომ სხვას შესწიროთ თქვენი ფინანსები და თავისუფლება.

მშვილდოსანი - დატკბით თავისუფლებით, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მოშურნეებს და მათ, ვინც მუდმივად ცხვირს ყოფს თქვენს საქმეებში.

თხის რქა - თვბენ დაიმსახურეთ დასვენება, სიმშვიდე. სასურველია, ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ. თუ ძალიან მოგეწყინებათ, სამომავლო საქმიანობის გეგმა ჩამოწერეთ.

მერწყული - სტიმული გჭირდებათ და ეს შეიძლება კონფლიქტიც კი იყოს. გაერკვიეთ საკუთარ თავში, სურვილებში, როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება. იქნებ, შემოსავლის ახალ წყაროს მიაგნოთ?..

თევზები - საინტერესო და აქტიური დღე გელით. თქვენ კარგი ორგანიზატორული ნიჭი გაქვთ და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა საღამოს ოჯახური წვეულების მოსაწყობად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა