თეგებით ძიება

2-8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი
სიყვარული - მოერიდეთ ეგოისტობას. საყვარელ ადამიანს რასაც დაპირდებით, შეუსრულეთ. ზოგიერთს განქორწინებულთან ელის ნაცნობობა და რომანის სწრაფი განვითარება. ფინანსები და კარიერა - კვირის დასაწყისში ახალი პროექტები დაიწყეთ. ყურადღებით იყავით, არაფერი დაკარგოთ. შუა კვირაში რამდენიმე სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ პრობლემებთან. დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ. ჯანმრთელობა - კარგ ფიზიკურ ფორმაში ხართ, მაგრამ დასვენებისთვისაც უნდა მოიცალოთ. მიხედეთ კბილებს.

კურო
სიყვარული - საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უამრავი სასიამოვნო მომენტით იქნება აღსავსე. კომპრომისზე წასვლას თუ ისწავლით, მით უკეთესია ორივესთვის. საყვარელ ადამიანი ხშირად შეაქეთ და ჩაიხუტეთ.
ფინანსები და კარიერა - ცვლილებები და ფუსფუსი გელით. სირთულეების დაძლევის და ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის კვირაა. საქმიანი მოლაპარაკება პოზიტიურად წარიმართება. რაც უფრო მეტ დრო დაუთმობთ მომხდარის ანალიზს, მით ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ მომავალში.
ჯანმრთელობა - ცურვა და კონტარსტული შხაპი კარგია. ნაკლები ცხიმიანი და ტკბილი საკვები მიიღეთ.

ტყუპი
სიყვარული - ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანის გადაკეთებას. მიიღეთ ისეთი, როგორიცაა, მოერიდეთ ახალგაცნობილთან სექსს.
ფინანსები და კარიერა - გარშემო მყოფებს საყვედურს ნუ ათქმევინებთ დაუსრულებელი საქმეების შეკვეთების გამო. ხუთშაბათს ახალ პროექტებს მარტივად გაუმკლავდებით.
ჯანმრთელობა - გაფრთხილდით, ნუ მიირთმევთ ეგზოტიკურ კერძებს. სიფრთხილ გმართებთ ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობის დროსაც. მოუფრთხილდით ღვიძლს. განსაკუთრებით თუ ალკოჰოლი გიყვართ.

კირჩხიბი
სიყვარული - სწრაფად დაწყებული რომანტიკული კავშირი ვერ გაგაბედნიერებთ. უმჯობესია, მუდმივ პარტნიორთან გააუმჯობესოთ ურთიერთობა. მეუღლესთან ერთად შესრულებული საოჯახო საქმეები შეგიძლიათ ეროტიკულ თამაშში გადაიტანოთ.
ფინანსები და კარიერა - არასტაბილური სიტუაცია გელით. შეიძლება ერთდროულად ორ ფრონტზე მოგიწიოთ მუშაობამ. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას დამკვეთებთან. შუა კვირიდან ფორტუნა მეტად გაგიღიმებთ. ბიზნესმენი ნიშნები სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ.
ჯანმრთელობა - მეტად მოუფრთხილდით გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. კარგია ცურვა და მასაჟი.

ლომი
სიყვარული - საყვარელ ადამიანს გულახდილად მოუყევით რატომ ხართ ცუდ განწყობაზე, თორემ მასთან ურთიერთობა დაგეძაბებათ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ უსიამოვნებას მოაგვარებთ, მთავარია, პასუხისმგებლობას არ შეუშინდეთ.
ფინანსები და კარიერა - იმოქმედეთ პრინციპით: "ნაკლები სიტყვა და მეტი საქმე". შუა კვირიდან გამონახეთ დრო ოფისის რემონტისა და მოდერინზაციისთვის. არ "გაატაროთ" არაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება.
ჯანმრთელობა - დაიცავით ჰიგიენის ნორმები, გაფრთხილდით მოსალოდნელია ვირუსული ინფექციების განვითარება.

ქალწული
სიყვარული - საყვარელი ადამიანი მეტად გაანებივრეთ სიყვარულით და მზრუნველობით. სანამ პრეტენზიას გამოთქვამთ, მეუღლის სიტუაციით დაინტერესდით. უქმეებზე ერთად გაემართეთ საყიდლებზე.
ფინანსები და კარიერა - ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას და ნურც რთულ პროექტების შეეჭიდებით. მეტი ყურადღება დაუთმეთ დეტალებს. ხუთშაბათიდან მეტად გამონახეთ დრო სემინარებზე დასასწრებად, მივლინებისთვის.
ჯანმრთელობა - თუ ფეხები არ გაწუხებთ, მცირე ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოც კია. დასამშვიდებლად მიიღეთ თბილი, არომატული აბაზანები.

სასწორი
სიყვარული - სიურპრიზები და რომანტიკა კიდევ უფრო გაგიხალისებთ ურთიერთობას. ზოგიერთს თავდავიწყებით შეუყვარდება ახალგაცნობილი.
ფინანსები და კარიერა - საქმიან პარტნიორსაც კი ნუ გაუმხელთ იმ ინფორმაციას, რაც თავადვე დაგაზარალებთ. გაფრთხილდით, შეცდომები არ დაუშვათ დოკუმენტებში.
ჯანმრთელობა - საზღვარგარეთ ყოფნისას დაიცავით ჰიგიენის ნორმები. მოერიდეთ კონტაქტს ეგზოტიკური ცხოველებთან. თუ ფეხით სიარულს აპირებთ, მოსახერხებელი ფეხსაცმელი ჩაიცვით.

მორიელი
სიყვარული - საკუთარ თავს დააბრალეთ, თუ პარტნიორთან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ. ვერავინ გაუძლებს მუდმივ კონტროლსა და ეჭვიანობას. რაც უფრო რომანტიკული და ვნებიანი იქნებით მით უკეთესი იქნება ორივესთვის.
ფინანსები და კარიერა - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ ფული მაინც მოზომილად უნდა ხარჯოთ. კვირის მეორე ნახევარი უფრო სარფიანია თქვენთვის. საკუთარი შემოსავლების წყაროს ნურავის გაუმხელთ.
ჯანმრთელობა - მეტი დრო დაუთმეთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს. მეტად მოუფრთხილდით თავს.

მშვილდოსანი
სიყვარული - ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადახვალთ. საყვარელი ადამიანი მზად იქნება თქვენი გულისთვის ნებისმიერი გმირობა ჩაიდინოს. თავგადასავლები კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს.
ფინანსები და კარიერა - დაფიქრდით, რა გიშლით მუშაობაში ხელს. ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე. უძრავი ქონების გაფორმება სხვა დროისთვის გადადეთ.
ჯანმრთელობა - თვალები ამ კვირის თქვენი სუსტი წერტილია. აგრეთვე, მოფრთხილება ესაჭიროება ფარისებრ ჯირკვალს.

თხის რქა
სიყვარული - გაუღიმეთ, მოეფერეთ საყვარელ ადამიანს. თუ შეხვდით ადამიანს, ვის გვერდითაც თავს ბედნიერად გრძნობთ, ნუღარ გააჭიანურებთ, მიიზიდეთ იგი.
ფინანსები და კარიერა - დააკვირდით და გაანალიზეთ მიღებული ინფორმაცია. ძველი მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. შეიძლება მკვდარი წერტილიდან დაძრათ ის საქმეები, რომელებიც მივიწყებული გქონდათ.
ჯანმრთელობა - კარგი კვირაა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ და შედეგი არ გაქვთ, ექიმს მკურნალობის შეცვლა სთხოვეთ.

მერწყული
სიყვარული - საყვარელ ადამიანს უნდა დაანახვოთ, რომ ის თქვენთვის ძვირფასია. სიურპრიზები და თავგადასავლები კიდევ უფრო გაახალისებს თქვენს ურთიერთობას.
ფინანსები და კარიერა - ნუ გაართულებთ ურთიერთობას კოლეგებთან. კვირის დასაწყისში საეჭვო საქმიანობაში ჩართვას მოერიდეთ. მივლინებები და საქმიანი შეხვედრები წარმატებით ჩაივლის.
ჯანმრთელობა - გაფრთხილდით, ალერგია არ გაგიმწვავდეთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს კოსმეტიკასა და პარფიუმერიაზე.

თევზები
სიყვარული - თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იქნებით ორიენტირებული და საყვარელი ადამიანის სურვილებს ყურადღებას არ მიაქცევთ, უსიამოვნებას ვერ აცდებით.
ფინანსები და კარიერა - სიტუაცია სწრაფად იცვლება და ეცადეთ, თავადაც არ ჩამორჩეთ მოვლენებს. მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთნ მუშაობისას. ხუთშაბათსა და პარასკევს მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგ შედეგს მოგიტანთ მივლინება.
ჯანმრთელობა - ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. მოერიდეთ კუნთების გადაღლა-დაჭიმვას. კვირის განმავლობაში, პერიოდულად მოიწყვეთ დასვენება და რელაქსაცია, რაც ნერვებსაც დაგიმშვიდებთ.

წყარო: astrologi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა