X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ეძებთ პრინცს? - TOP 3 ყველაზე ვაჟკაცური და უშიშარი მამაკაცი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • ეძებთ პრინცს? - TOP 3 ყველაზე ვაჟკაცური და უშიშარი მამაკაცი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ქალების უმეტესობას ზრდასრულ ასაკშიც კი სჯერა პრინცის, ან ყოველ შემთხვევაში იმ ფაქტის, რომ ოდესმე მის ცხოვრებაში ერთადერთი, განუმეორებელი, უნიკალური მამაკაცი გამოჩნდება. ისიც ფაქტია, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები ძლიერი, აქტიური, თამამი მამრებით იხიბლებიან. ჰოდა, როგორ გავარკვიოთ ხშირად ჩვენი ახალი ნაცნობი მამაკაცი რეალურად არის ბუნებით ვაჟკაცური, დიდსულოვანი და რაინდული, თუ უბრალოდ თამაშობს ამ ყველაფერს ჩვენი გულის მარტივად მოსაგებად? სასწრაფოდ უნდა დავადგინოთ მისი ზოდიაქოს ნიშანი და შემდგომ ამის ქვემოთ მოყვანილ სიას გადავავლოთ თვალი.


    ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ვერძ მამაკაცს ნამდვილი მაჩოს ხასიათს ანიჭებს. იგი ძლიერია (როგორც მორალურად ისე ფიზიკურად), ცოტა უხეში, პირდაპირი, ენერგიული და გულადი. თუკი ასეთ მამაკაცს მოეწონეთ, როგორც ჭეშმარიტ მამრს შეეფერება იგი გასაქანს არ მოგცემთ მანამ სანამ ყველა შანსს არ მიიღებს თქვენი გულის მოსაგებად.


    ლომი - მზე ლომის ზოდიაქოს მმართველი პლანეტა ანიჭებს ამ ადამიანს დიდსულოვნებას, მეფურ მანერებს, სიამაყეს, გრაციოზულობასა და გამოკვეთილ, არისტოკრატიულ მანერებს. ლომი მამაკაცი ყოველთვის იპოვნის საშუალებას ინტერესის ობიექტს ქალს თავბრუ დაახვიოს და თავი შეაყვაროს. ამასთან ერთად, იგი მამაცი და უშიშარია მაშინ, როცა ნამდვილი ხიფათია მოსალოდნელი, რის ხარჯზეც დამეთანხმებით, მას მარტივად შეუძლია ნებისმიერი ქალის გულის მოგება.


    მორიელი - ერთი შეხედვით პირქუში, უემოციო, სიტყვაძუნწი და ცივი მორიელი შინაგანად მძაფრი ემოციებითაა სავსე. ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს განსაკუთრებული მაგნეტიზმი, სექსუალური შარმი და ჰიპნოზის უნარი გააჩნია. ამიტომ, ქალები მას ისე ეხვევიან თავს როგორც ფუტკრები ყვავილს. მორიელი, როგორიც არ უნდა იყოს მისი ვიზუალი ყოველთვის მონახავს გზას სასურველი ქალის გულის მოსაგებად. იგი თავზეხელაღებული, რისკიანი და ძლიერი ნებისყოფის ადამიანია. ამიტომ სასურველი ქალის ხელში ჩასაგდებად არავითარ გმირობაზე არ დაიხევს უკან.
    595 ნახვა
    Загрузка...
    6-09-2019, 06:30
    Загрузка...