თეგებით ძიება

9-15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სიყვარული - შეიძლება ისეთი ადამიანი მოგეწონოთ, რომელიც ვიზუალურად არ ჰგავს თქვენს იდეალს, მაგრამ გონებითა და გულით დაგიპყროთ. ნუ დაიშურებთ შექებას. ფინანსები და კარიერა - მოემზადეთ საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებისთვის. სახელმწიფო სტრუქტურებთან კონტაქტი კარგ შედეგს მოგიტანთ. მოერიდეთ ინტრიგებში მონაწილეობას. ჯანმრთელობა - ინფექციების თავიდან ასაცილებლად, ხშირად დაიბანეთ ხელი. მეტი იმოძრავეთ, რაც დადებითი ემოციით, ენერგიით აგავსებთ.

კურო
სიყვარული - განსაკუთრებით მიმზიდველი ხართ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. შანსი მოგეცემათ მოიწყოთ პირადი ცხოვრება.
ფინანსები და კარიერა - მარტივად მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. შეიძლება ახალი სპონსორი გამოგიჩნდეთ. ინიციატივა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოავლინეთ, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ.
ჯანმრთელობა - თუ ვარჯიშს არ დაიწყებთ, წონაში სწრაფად მოიმატებთ.

ტყუპი
სიყვარული - ხშირად გაუღიმეთ და მოეფერეთ საყვარელ ადამიანს. მარტოხელებმა დაკვირვებით შეათვალიერეთ გარშემო მყოფები. სასურველი პარტნიორი შეიძლება თქვენს მზერას ეძებს.
ფინანსები და კარიერა - მეტად გამოავლინეთ ინიციატივა სამსახურში. გააცანით უფროსობას თქვენი იდეები. ზოგიერთს დაწინაურება ელის. ერთადერთი სფერო, სადაც ყურადღება მოგეთხოვებათ, ესაა დოკუმენტების გაფორმება.
ჯანმრთელობა - დაისვენეთ, ივარჯიშეთ. უნდა გაუფრთხილდეთ თვალებს და ფილტვებს.

კირჩხიბი
სიყვარული - საყვარელი ადამიანი გულის მოსაგებად ზოგჯერ სიგიჟეებიც უნდა ჩაიდინოთ, მაგრამ თუ ადამიანი თქვენ მიმართ გულგრილია, ნუ გადაყვებით. ხშირად ჩახედეთ მეუღლეს თვალებში, ტყუილად არ ამბობენ, რომ "თვალები ადამიანის სულის სარკეა".
ფინანსები და კარიერა - მინიმუმამდე შეამცირეთ უსიამოვნებები სამსახურში. შეიძლება სხვისი საქმეების შესრულებამაც მოგიწიოთ, მაგრამ კომპანია არ უნდა დააზაროლოთ. ახალი იდეების განხორციელება უკეთესი პერიოდისთვის გადადეთ.
ჯანმრთელობა - ფეხით სიარული (ან სირბილი, თუ შეგიძლიათ) და ცურვა საუკეთესო დატვირთვაა ამ კვირაში.

ლომი
სიყვარული - შეიძლება არ გამართლდეს თქვენი მოლოდინი. მეუღლისთვის უფრო საყვარელი გახდებით, თუ საქმეების მოგვარებაში დაეხმარებით.
ფინანსები და კარიერა - ორშაბათს ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. წარმატება გელით აზარტულ თამაშებში. კარგ შედეგს მოგიტანთ სარეკლამო აქციები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ფეხებს. თუ ექიმთან ვიზიტს აპირებთ, კარგად ჩამოაყალიბეთ სათქმელი.

ქალწული
სიყვარული - საყვარელი ადამიანი მზრუნველობით და სიყვარულით გაგანებივრებთ და მიხვდებით, რა გაკლდათ აქამდე. თავადაც იყავით მოსიყვარულე და არა ჯაჯღანა. ფინანსები და კარიერა - მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ სასურევლის მისაღწევად. საქმიან პარტნიორებთან შეათანხმეთ მოლაპარაკებები. კვირის მეორე ნახევარი დოკუმენტების გაფორმებას დაუთმეთ.
ჯანმრთელობა - ზომიერად მიიღეთ სითხე. მოსალოდნელია შეშუპება. სასურველია, ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა.

სასწორი
სიყვარული - მხოლოდ სექსი არ უნდა გაკავშირებთ პარტნიორთან. საინტერესო თემებზე სასაუბროდ და კულტურულ ღონისძიებებზე სასიარულოდაც უნდა გჭირდებოდეთ ერთმანეთი.
ფინანსები და კარიერა - მრავალფეროვანი საქმეებით დატვირთული კვირა გელით. მოსალოდნელია ფორსმაჟორული სიტუაციები და მაქსიმალურად დაკვირვებული უნდა იყოთ. გადახედეთ თქვენთვის ინტერესო ინფორმაციას, შეიძლება კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ.
ჯანმრთელობა - გაფრთხილდით, არ გაცივდეთ.

მორიელი
სიყვარული - მეტად უნდა გამოავლინოთ სიყვარული და სინაზე საყვარელი ადამიანის მიმართ ეს დაგეხმარებათ ურთიერთობის გაუმჯობესებაში. ნუ ხართ ორიენტირებული რაოდენობაზე, იყავით ორიენტირებული ხარისხზე.
ფინანსები და კარიერა - ადრე დაგეგმილი პროექტების განხორციელების პერიოდია. ნუ ეცდებით სხვის ხარჯზე გამდიდრებას, ეს
კარგს არაფერს არ მოგიტანთ.
ჯანმრთელობა - შეძლებისდაგვარად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, სასურველია წყლის პირას. მეტად გაუფრთხილდით კიდურებს.

მშვილდოსანი
სიყვარული - პირველივე პაემანზე ნუ დაიწყებთ ნათელ მომავალზე საუბარს. უმობესია, თქვენი ყურადღების მოპოვებაზე იბრძოლონ. ნაკლებად დაუჯერეთ სხვის ნათქვამს და მეტად საკუთარ შეგრძნებებს.
ფინანსები და კარიერა - გააქტიურდება კლიენტებთან, პარტნიორებთან შეხვედრები. ყველა პროფესიონალს აქვს თავის მოთხოვნები. მთავარია, საქმეს საუკეთესოდ გაუმკლავდეს. ნუ შეიცვლით სამუშაო რეჟიმს, განრიგს.
ჯანმრთელობა - უცნაურ სენს უცნაურადვე უნდა უმკურნალოთ. ფიზიკური დატვირთვა ზომიერი უნდა იყოს.

თხის რქა
სიყვარული - საყვარელ ადამიანს სირთულეების დაძლევაში უნდა დაეხმაროთ. მას ხანდახან ჩახუტება და გამხნევება სჭირდება.
ფინანსები და კარიერა - ამბიციები შორს გადამალეთ და კომპანიის კეთილდღეობისთვის იმუშავეთ. მშვიდობიანად მოაგვარებთ ძველ კონფლიქტებსაც კი. შუა კვირა მოსაწყენი საქმეების შესრულებას დაუთმეთ.
ჯანმრთელობა - მეტად დაინტერესდით თქვენი ჯანმრთელობით. დაიწყეთ სუნთქვითი ვარჯიშები.

მერწყული
სიყვარული - საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო უნდა გაატაროთ. შეიძლება ერთად გადაეშვათ თავგადასავლში. სასურველია, საყვარელი ადამიანის მშობლებთან, ნათესავებთან გააუმჯობესოთ ურთიერთობა.
ფინანსები და კარიერა - საქმიანი შეხვედრების, მივლინებისა და მოლაპარაკებების კვირაა. წარმატებას მოგიტანთ საფონდო ბირჟაზე თამაში. სასიხარულო მომენტები დაგეხმარებათ ხალისით დაძლიოთ სირთულეები სამსახურში.
ჯანმრთელობა - მეტად უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრის გამო. მედიცინის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას იყავით მაქსიმალურად კორექტული. განსაკუთრებით, თუ მკურნალობის სქემის შეცვლა გსურთ.

თევზები
სიყვარული - დროა, ახალი ბუდის მოწყობაზე დაფიქრდეთ. საყვარელ ადამიანთან შეათანხმეთ ახალი დეტალები, მოდური აქცენტები. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაგიძაფრდებათ გრძნობები.
ფინანსები და კარიერა - ზოგიერთი სამსახურში ინტერიერის, დანადგარების შეცვლას გადაწყვეტს. ზოგიც - ახალი თანამშრომლების მიღებას. კვირის ბოლოს კარგ შედეგს მოგიტანთ სავაჭრო თემები.
ჯანმრთელობა - ნუ დაიწყებთ მკურნალობას, სანამ არ გამოიკვლევთ მიზეზს. გაუფრთხილდით ყურებს, სმენას.

წყარო: astrologi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა