თეგებით ძიება

10 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - წარსულში ჩადენილი შეცდომების გაანალიზების, გამოსწორების დღეა. ისე მოიქცეით, რომ მომავალში იგივე არ დაგჭირდეთ.

კურო - გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორთან. საყვარელ ადამიანს დაუმტკიცეთ, რომ მისი გულის მოსაგვარებად შეიცვალეთ.

ტყუპი - გაურკვევლობების გამო ვერც ურთიერთობას ააწყობთ და ვერ საქმეებს მოაგვარებთ. საინტერესო საქმიანობაში ჩართვას შემოგთავაზებენ, მაგრამ ქვეყანას ნუ შეყრით.

კირჩხიბი - მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი საქმეების მოგვარებას. თუმცა, დახმარებაზე ახლობლებს უარს ვერ ეტყვით. გარშემო მყოფებს საკუთარ შეცდომებზე უნდა აუხსნათ როგორ მოიქცნენ.

ლომი - სირთულეებს მარტივად გაუმკლავდებით. მიუბრუნდით იმ საქმეებს, რომლებიც გადადებული
გქონდათ. საქმიან პარტნიორებს არაფორმალურ გარემოში შეხვდით.

ქალწული - შეიძლება ძველ საქმეებს მიუბრუნდეთ ან გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც წარსული გაკავშირებდათ. კარგი დღეა ინტერნეტ მიმოწერისთვის.

სასწორი - პრიორიტეტების გადახედვის დღეა. დადგა დრო, როცა სირთულეებს უნდა გაუმკლავდეთ. ახლობელთან გულახდილად ისაუბრეთ თქვენს სურვილებზე.

მორიელი - ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, ვისაც უჭირს ახალ გარემოსთან შეგუება ან ახალ სირთულეებთან გამკლავება. ნუ განსჯით ადამიანებს, სანამ მათ კარგად არ გაიცნობთ.

მშვილდოსანი - ცვლილებებს დღეა - სამსახურშიც და სახლშიც. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საღამოს მიპატიჟებაზე თქმა და გვანობამდე მუშაობა მოგიწევთ.

თხის რქა - ცხოვრების "შავი ეტაპი" სრულდეა და ამოისუნთქვათ. გამოგიჩნდებათ საინტერესო შემოთავაზებები ახალგაცნობილი თქვენს ცხოვრებაში ინტრიგას შემოიტანს.

მერწყული - გამონახეთ დრო და გადახედეთ თქვენს მიზნებს. თუ რაღაც არ გამოგდით, აღიარეთ და დახმარება ითხოვეთ. არავინ დაგძრახავთ, რომ ყველაფერი არ იცით.

თევზები - დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები და აკონტროლოთ სიტუაცია. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. გარშემო მყოფები აღფრთოვანებულები იქნებიან თქვენი გარდასახვით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა