თეგებით ძიება

როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრების რთულ პერიოდს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძი თუ დეპრესიაში ჩავარდა, აჯობებს კი არ ანუგეშოთ ან შეიბრალოთ - პირიქით, ბრძოლაში გამოიწვიოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ მასში სიცოცხლის ხალისის გაღვიძებას. წააქეზეთ, გააბრაზეთ, ცოტა დასცინეთ კიდეც... უთხარით, რომ ბევრი არაფერი შეუძლია. მერწმუნეთ, საკუთარ თავს გადაახტება საპირისპიროს დასამტკიცებლად.

კურო თუ დეპრესიაში ჩავარდა ე.ი. სტაბილური ნიადაგი გამოეცალა ფეხქვეშ. ამიტომ პირველ რიგში იმაზე იზრუნეთ, რომ წინანდელი სიმშვიდისა და სიმყარის შეგრძნება დაუბრუნოთ უკან. ამის შემდეგ კი ცოტა დრო მიეცით აზრზე მოსასვლელად.

ტყუპის დეპრესია ხანმოკლეა, მაგრამ იმდენად აუტანელი, აჯობებს საერთოდაც გაერიდოთ თვალთახედვის არიდან. ამ სიტუაციის გადალახვაში მას გარემოს შეცვლა, ახალი ინტერესები და ახალ, საინტერესო ადამიანებთან საუბრის ხშირი საშუალება დაეხმარება.

კირჩხიბი, როგორც წესი, დაბადებიდანვე მიდრეკილია დეპრესიისკენ. ამიტომ მისთვის ამგვარი მდგომარეობა "მშობლიურად ნაცნობია". თუ მაინც გაუგრძელდა მას ეს განდეგილის როლის თამაში, აუცილებლად მოეფერეთ და დაუყვავეთ, აგრძნობინეთ, რომ მარტო არაა. მხოლოდ ასე შეძლებს იგი საკუთარი ემოციების სამალავიდან გამობობღებას.

ლომის დეპრესია ძალზე საშიში და ფაქტობრივად შეუმჩნეველიც კია. ამ ადამიანებს ყველაზე მეტად მაშინ უჭირთ, როცა თავმოყვარეობას ულახავენ ან მათი რეპუტაცია დაღუპულია. ამიტომ, თუკი მსგავსი რამ შენიშნეთ, იზრუნეთ იმაზე, რომ ლომს საკუთარი თავის რწმენა აუმაღლოთ. ხშირად შეაქეთ, წაახალისეთ, დაანახვეთ რამდენად საჭიროა ყველასთვის მისი არსებობა.

ქალწულის დეპრესია ერთობ რთული ფორმით მიმდინარეობს და ძნელად ემორჩილება მკურნალობას. საქმე ისაა, რომ ამ ხალხს ზუსტად აქვს გააზრებული ყველა სიტუაციის სირთულე. თუ მაინც შეეცდებით მის "გამოხსნას" უიმედო მდგომარეობიდან, აჯობებს დაასაქმოთ იგი. ასე თავს ბედნიერად და საჭიროდ ჩათვლის. გულსაც მარტივად გადააყოლებს.

სასწორი ხშირად ვარდება დეპრესიაში კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო. მათთვის რთულია არაკომფორტულ გარემოში ცხოვრებაც. თუკი ამ ადამიანის დახსნა გინდათ, დეპრესიისგან აუცილებელია ლამაზად ცხოვრების საშუალება მისცეთ. გაანებივროთ კინოში, თეატრში ან გამოფენებზე ვიზიტით. ჰარმონიულ გარემოში იგი ყვავილივით იფურჩქნება.

მორიელის დეპრესია პირველ რიგში თავად მისთვისაა საშიში და ერთობ სახიფათო, ამ ადამიანებს თვითგანადგურებისკენ გააჩნიათ მიდრეკილება. თუ გსურთ, რომ დეპრესიის მორევიდან ამოყვინთოს, უნდა აცალოთ იქაურობის ბოლომდე ათვისება. ფერფლისგან სასწაულებრივად აღდგომა, მორიელის უნიკალური თვისებაა. მთავარია, მას სამომავლოდ ჰქონდეს ბრძოლის ან სულაც შურისძიებისთვის მოტივაცია.

მშვილდოსანი იშვიათად ვარდება დეპრესიაში. თუმცა, ასეც რომ მოხდეს, თქვენ ამას ვერასოდეს მიხვდებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი უახლოესი მეგობარი ხართ. დადარდიანებულ მშვილდოსანს საუკეთესო ანტიდეპრესანტად საზღვარგარეთ მოგზაურობა გამოადგება. ასეთ დროს იგი აბსოლუტურად დაივიწყებს ნებისმიერ საზრუნავს.

თხის რქას ხანგრძლივი ვადით ახასიათებს დეპრესია და უიმედობა. ამიტომ ამ ხალხს განსაკუთრებით მოეთხოვება ხასიათში მეტი ოპტიმიზმის გამომუშავება. საიმისოდ. რომ დეპრესიული ფონი დავაძლევინოთ სასურველია, თხის რქამ იგრძნოს ახლობლების გვერდში დგომა, სითბო და ყურადღება. ის შესაძლოა კატეგორიულად უარყოფდეს სხვებისგან ზრუნვის მოთხოვნილებას, მაგრამ რეალურად მას სითბო ჰაერივით ესაჭიროება.

მერწყულს დეპრესიაში ზედმეტი პასუხისმგებლობები და მოვალეობები აგდებს. ამიტომ ამ მდგომარეობიდან მისი გამოყვანა მარტივია - შეეშველეთ ან სულაც საკუთარ თავზე აიღეთ მისი პრობლემების დარეგულირება. სასურველია, რაიმე ახალი ინტერესის სფეროსკენაც უბიძგოთ - დააინტერესეთ ქირომანტიით, ასტროლოგიით, თეოლოგიური საკითხებით.

თევზები
, დეპრესია და სასმელი (ქალების შემთხვევაში დამამშვიდებელი პრეპარატები) ძალზე ხშირი შემთხვევაა რეალურ ცხოვრებაში. ამ ხალხს უზომოდ სათუთი გული და სენსიტიური ბუნება აქვს. შეეცადეთ მასთან ერთად გამოიტიროთ მისი უბედობა, თუ გინდათ, რომ თევზებს დეპრესიული მდგომარეობა შეუმსუბუქოთ. მიეცით საშუალება თავი "ჭეშმარიტ მოწამედ" და ტანჯულად იგრძნოს.












წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა