X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
თანამედროვე ცრურწმენები - რა უნდა ქნათ როცა ძალიან გინდათ სექსი ან გსურთ "მარშუტკა" დროზე მოვიდეს
  • თანამედროვე ცრურწმენები - რა უნდა ქნათ როცა ძალიან გინდათ სექსი ან გსურთ "მარშუტკა" დროზე მოვიდეს

    ხალხური მინიშნებები საოცრად არასტაბილური საქმეა. მარილი დაგეფანტათ? იმდენად განერვიულდებით ჩხუბის მოლოდინში, რომ მართლა იჩხუბებთ. ხელისგული გეფხანებათ? იქნებ საქმე სულაც არაა ფული, არამედ, უბრალოდ, ხელები გაქვთ დასაბანი...

    მაგრამ ეს არ ეხება თანამედროვე ცრურწმენებს, რომლებსაც რომანტიკულს ვერ უწოდებ, მაგრამ, სამაგიეროდ, საიმედოა, რომელიც, ალბათ, ყველას გამოგიცდიათ.

    თუ გინდათ თქვენი „მარშრუტკა" მოვიდეს, უნდა მოწიოთ. თუ ბოლო სიგარეტია კოლოფში, „მარშრუტკა" მეორე ნაფაზის დარტყმამდე მოვა, თუ არა – სანამ ნახევარ სიგარეტს მოწევთ – გარანტია – 100%.

    მოგწყინდათ ზამთარი და თოვლი? გაზაფხულის მოსვლას საშველი აღარ დაადგა?.. საკმარისია ბაკურიანისთვის მზადებას შეუდგეთ – იყიდოთ თხილამურები, სპორტული კომპლექტი და... ხოლო თუ „პირველ მერცხალს" დაუჯერებთ და აგარაკზე საგაზაფხულო სამუშაოებს დაიწყებთ, თოვლი და ყინვა გარანტირებულია.

    არ გიყვართ წვიმა? ქოლგა მუდამ თან დაგაქვთ. რაც არ უნდა მოღრუბლული ამინდი იყოს, ჭექდეს და ქუხდეს, ელავდეს, წვიმა მაინც არ წამოვა. საკმარისია, ქოლგა ამოიღოთ ჩანთიდან და...

    თუ სახლში ყურადღებას არ გაქცევენ, ან ზარს ელოდებით, დროს ნუ დაკარგავთ: უბრალოდ, შედით აბაზანაში შხაპის მისაღებად. ამ ხუთ წუთში დაგირეკავთ ყველა, მათ შორის, ისიც კი, ვისთანაც კონტაქტი უკვე 20 წელია, აღარ გქონიათ, ფოსტალიონი გზავნილს მოგიტანთ, ოჯახის წევრები აბაზანის კართან რიგს დააყენებენ: „დროზე გამოდი!", ხოლო პატარას აუცილებლად დასჭირდება ღამის ქოთანი, რომელიც აბაზანაში გიდევთ.

    თუ თქვენს პატარას ვერავისთან ტოვებთ, მაგრამ სახლიდან აუცილებლად უნდა გახვიდეთ, არ ინერვიულოთ: აურიეთ საწოლი, გაურეცხავი ჭურჭელი ჩაყარეთ ნიჟარაში, დასაუთოებელი სარეცხი გამოსაჩენ ადგილზე დააწყვეთ და ეჭვი არ შეგეპაროთ, თქვენი დედამთილი წუთი წუთზე თქვენთან გაჩნდება. ისეც ხდება, რომ ბავშვი ეზოში კარგად გაერთო, უკვე მეორე საათია, „რადარებიდან" გაქრა. გაიელვებს აზრი: „დროს ვიხელთებთ და... სექსი!" მაგრამ დარწმუნებული იყავით, ფიქრიც არ გექნებათ დამთავრებული, რომ...

    ყოფილს, ან არაკეთილმოსურნეებს თავი უნდა შეახსენოთ? ყოველდღე რომ გამოპრანჭული გადიოდეთ სახლიდან და ერთ დღესაც, როცა ძალიან გეჩქარებათ, თავდაუბანელი, სახლის ჩუსტებითა და ნაგვის „ვედროთი" ხელში ურნამდე გარბენს გააკეთებთ, სულ რაღაც 10-წამიანს, აუცილებლად შეხვდებით მას...

    თუ ძალიან გინდათ სექსი, მაგრამ პაემნის პერსპექტივა გაურკვეველია, არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ეპილაცია. თქვენი თვალწარმტაცობის ეფექტის გასაძლიერებლად გირჩევთ, ჩაიცვათ ძველი საცვალი და კარგად გაცვეთილი ბიუსჰალტერი. შედეგი გარანტირებულია!
    446 ნახვა
    Загрузка...
    10-09-2019, 09:31
    Загрузка...