X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
რა იწვევს ძილის დროს ორგანიზმის შეხტომას - მიზეზი გაგაოცებთ
  • რა იწვევს ძილის დროს ორგანიზმის შეხტომას - მიზეზი გაგაოცებთ

    ალბათ, ბევრ ჩვენგანს გამოუცდია ძილის დროს სხეულის უეცარი კრთომა, რაც შესაძლოა, ზოგჯერ ისეთი მძლავრიც კი იყოს, რომ გამოგაფხიზლოთ და გულიც აგიფართხალოთ. ამ მოვლენას მეცნიერები დიდი ხანია, იკვლევენ...

    ამ ფენომენს ჰიპნოგენური სპაზმი ეწოდება და ერთგვაროვანი ახსნა არ აქვს, რადგან მეცნიერებს ბოლომდე ვერ გაურკვევიათ, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი.

    ყველაზე ხშირად ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ადამიანი გადაღლილი და გამოფიტულია და სწრაფად ჩაიძინებს.
    ძილის დროს ორგანიზმის სასიცოცხლო პარამეტრები (სუნთქვა და გულისცემა) ნელდება. სისხლის წნევა ეცემა და მთელი ძილის განმავლობაში, დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს.

    სწრაფად ჩაძინების დროს კი ორგანიზმი ვერ ასწრებს პარამეტრების სწრაფი ცვლილებებისთვის მომზადებას, ამიტომ ტვინს სასიცოცხლო პარამეტრების მკვეთრი ვარდნა სიკვდილი ჰგონია.
    დიახ, ტვინის შინაგანი ცენტრები მომხდარს გარდაცვალებად აღიქვამს და ფიქრობს, რომ ეს რომელიღაც შინაგანი ორგანოს გაუმართავი მუშაობის გამო ხდება.
    შედეგად, ტვინი ორგანიზმს სიგნალს უგზავნის, რაც სისხლში ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებისა და ჰორმონის გამოყოფას იწვევს. სწორედ ეს ნივთიერებები აჯანჯღარებს სხეულს ასე ძლიერ.

    ჰიპნოგენური სპაზმი შეიძლება სხვა მიზეზითაც მოხდეს. მაგალითად, ცუდი სიზმრის გამო, როცა ადამიანი სიმაღლიდან ვარდება ან საფრთხის პირისპირაა.

    ჰიპნოგენურ სპაზმს ხშირად ძილის უკმარისობა, სტრესი ან ქრონიკული უძილობა იწვევს.
    მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენში სახიფათო არაფერია, ის მაინც მიგვანიშნებს, რომ დროა, დღის რეჟიმის შეცვლაზე იფიქროთ.










    წყარო:funtime.ge
    2 622 ნახვა
    Загрузка...
    10-09-2019, 09:31
    Загрузка...