X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ
  • ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ

    ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ.

    ფინანსთა ყოფილი მინისტრის პანაშვიდები 12-13 სექტემბერს სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

    49 წლის ხადურის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ახლობლები გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ.

    ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო.

    2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

    ნოდარ ხადური გახლდათ 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში.

    ფინანსთა ყოფილი მინისტრი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

    წყარო: Newposts.ge
    100 ნახვა
    Загрузка...
    11-09-2019, 02:44
    Загрузка...