X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
სოცქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მცირეწლოვანს მარიხუანას აწევინებენ - შსს-მ გამოძიება დაიწყო
  • სოცქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მცირეწლოვანს მარიხუანას აწევინებენ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ აწევინებენ მცირეწლოვან გოგოს მარიხუანას.

    მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ კაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები" - აღნიშნავენ უწყებაში.



    წყარო: Newposts.ge
    83 ნახვა
    Загрузка...
    11-09-2019, 03:16
    Загрузка...
    Загрузка...