X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
"მესამე სართულიდან გადმომკიდეს" - 16 წლის ბიჭს არარსებული მკვლელობა წამებით აღიარებინეს, გურჯაანის პოლიციის მორიგი სკანდალი
  • "მესამე სართულიდან გადმომკიდეს" - 16 წლის ბიჭს არარსებული მკვლელობა წამებით აღიარებინეს, გურჯაანის პოლიციის მორიგი სკანდალი

    გურჯაანის პოლიცია მორიგ სკანდალში ეხვევა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელსაც "მთავარი" ასაჯაროებს, დგინდება, რომ 16 წლის არასრულწლოვანი, რომელიც პოლიციამ 34 წლის მამაკაცის, ვანო მახარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეა, აწამეს და აიძულეს დანაშაული ეღიარებინა.
    არასრულწლოვანი ამბობს, რომ მას პოლიციელებმა ცემის შედეგად დააწერინეს, რომ მკვლელობის შემდეგ, მან ცხედარი დაანაწევრა და მდინარეში გადაყარა.

    საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მამაკაცი, რომლის მკვლელობის ბრალდებით ბექა მინდორაშვილი დააკავეს, ცოცხალი იყო და სახლში მთიდან დაბრუნდა.

    ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბექა მინდორაშვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. მინდორაშვილის თქმით, პოლიციელი მას მდინარეში დახრჩობითაც ემუქრებოდა. ბიჭის მონაყოლის თანახმად მას პოლიციელები მაშინაც გაუსწორდნენ, როცა აიყვანეს.

    ბიჭი ამბობს, რომ არჩადენბილი მკვლელობა არაადამიანური მობყრობის შემდეგ მიიღო. მინდორაშვილის თქმით, ბოლოს ის გურჯაანის პოლიციის შენობაზე ფეხით დაკიდეს.

    "ერთი პოლიციელი მცემდა, მეორემ კი თოფი გადატენა და მომადო. მეუვნებოდნენ ახლავე თქვი გვამი სად ჩააგდეო. ვტიროდი და ვეუბნებოდი, რომ არავინ მომიკლავს. თუმცა ორი პოლიციელი ჩემს ცემას აგრძელებდა. მეუვნებოდნენ, თქვი, რომ შენთან მოდიოდა, შენ კი მოკალიო. ჩამავლეს ხელი და არხში მახრჩობდნენ. სიკვდილს ტყუილის თქმა ვარჩიე - ვთქვი, რომ მე მოვკალი და არხში გადავაგდეთქო. მესამე სართულის ფანჯარაზე გადამკიდეს და მაგდებდნენ. 2 მკლავდა, რავინ გამოსულა პოლიციელი, ეტყობა პირი ჰქონდათ შეკრული"- აცხადებს დაზარალებული.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენბ, რომ გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

    ნახეთ რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში:


    წყარო: newposts.ge
    339 ნახვა
    Загрузка...
    11-09-2019, 04:52
    Загрузка...