X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ბრინჯის გამოყენების 10 ალტერნატიული ხერხი! მე-10 ძალიან სახალისოა!
  • ბრინჯის გამოყენების 10 ალტერნატიული ხერხი! მე-10 ძალიან სახალისოა!

    ბრინჯით მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა იკვებება. მის შესახებ კი არც თუ ისე ბევრი რამ ვიცით.


    ჩაიკითხეთ ქვემოთ მოცემული იდეები და ბრინჯს საკვები დანიშნულების გარდა სხვა ორიგინალური ფუნქციებიც შესძინეთ.


    1. დანების დეკორატიული შემნახველი.



    დანები ვერტიკალურად მოათავსეთ ბრინჯში. ეს უკანასკნელი არაჩვეულებრივად შთანთქავს ტენიანობას, ამიტომ დანებს არასოდეს მოეკიდება ჟანგი.



    2. ძნელად გასარეცხი ჭურჭლის გარეცხვა



    ჩაიდანი ვიწრო ყელით მარტივი გასარეცხი არ არის. ამისთვის ბრინჯი არსებობს. ჩაყარეთ მასში 1 ჩ/კ ბრინჯი, დაამატეთ სარეცხი საშუალების რამდენიმე წვეთი და ცხელი წყალი. დაახურეთ ჩაიდანს თავი, მის ცხვირზე კი თითები მიადეთ. ანჯღრიეთ 1 წუთის განმავლობაში.



    3. დავარდნილი ტელეფონის “გადარჩენა”



    თუ თქვენი ტელეფონი წყალში ან სხვა რაიმე სითხეში ჩავარდა, იმწამსვე მშრალ ბრინჯში ჩადეთ. ამოაბრუნეთ ტელეფონი, ამოიღეთ სიმ-ბარათი და მეხსიერების ბარათი. ის კი 24 საათი გააჩერეთ ბრინჯში და ამგვარად გადაარჩინეთ თქვენი საყვარელი გაჯეტი.


    4. ჰაერის გამწმენდი



    ნახევარ ჭიქა ბრინჯს დაუმატეთ თქვენი საყვარელი ეთერზეთის 20 წვეთი. აურიეთ. არ დაგავიწყდეთ მისი განახლება ხოლმე.



    5. ტაფაში ზეთის ტემპერატურის შემოწმება



    ზეთიან ტაფაში 5 ცალი ბრინჯი ჩააგდეთ. თუ ისინი ჩაიძირება, ესეიგი ზეთი კვლავ ცივია. თუ ტივტივს დაიწყებენ, თავისუფლად შეგიძლიათ დაიწყოთ იმ საჭმლის კეთება, რასაც აპირებდით.


    6. ჟანგისგან დაცვა



    ბრინჯი არაჩვეულებრივად იცავს ინსტრუმენტებს დაჟანგვისგან. სახრახნისებს, ჩაქუჩებს, ბრტყელტუჩებს ბრინჯის წყალობით დაჟანგვა აღარ ემუქრებათ.



    7. ყავის საფქვავის გაწმენდა



    ყავის საფქვავის გაწმენდა ამიერიდან პრობლემა აღარ იქნება. ამაში ბრინჯი დაგეხმარებათ.


    8. ბალიშის სათბურა



    ბრინჯიანი ბალიში სათბურას არაჩვეულებრივი ალტერნატივაა. უბრალოდ ის უნდა „შეათბოთ“ მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთის განმავლობაში.


    9. სათამაშო შინაური ცხოველისთვის



    ჩვეულებრივი ნაჭრისა და ბრინჯისგან არაჩვეულებრივ სათამაშოს გააკეთებთ, რომელსაც თქვენი ოთხფეხა მეგობარი შეიყვარებს.



    10. სათამაშო მარაკასი



    ამის გაკეთება უმარტივესია. რაც დაგჭირდებათ არის: 2 პლასტმასის კოვზი, ქინდერ სიურპრიზის ცარიელი კონტეინერი, წებოვანი ლენტი და ცოტაოდენი ბრინჯი.

    133 ნახვა
    Загрузка...
    11-09-2019, 05:53
    Загрузка...