X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ლავასოღლისთან ერთად ისვენებს?
  • ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ლავასოღლისთან ერთად ისვენებს?

    მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ნინიკო ნაცარიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წყვილი სკანდალურად დაშორდა

    ბათუმელი ნინიკო ნაცარიშვილი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ბიზნესმენმა და მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მის ცოლად შერთვას აპირებდა.

    ნაცარიშვილი-ჯიბღაშვილის წყვილის დაშორების შესახებ თბილისში დიდი ხანი ჭორაობდნენ. ამბობენ, რომ დაშორების მიზეზი ნინიკოს ღალატი გახდა. დაშორების რეალური მიზეზი ცნობილი დღემდე არ არის. ამჟამად ლევანს ახალი ცოლი ჰყავს. ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინა.

    ბათუმში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ნინიკო ნაცარაშვილს ახალი თაყვანისცმემელი ჰყავს და ის კრიმინალურ სამყაროში „ლავასოღლის“ სახელით ცნობილი მინდია გორაძეა. ლავასოღლი ბათუმშია დაბადებული, 38 წლისაა და არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.

    ამბობენ, რომ სწორედ მასთან ერთდ ისვენებს ამჟამად ნინიკო, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს ფოტოებს თურქეთიდან.

    წყარო
    876 ნახვა
    Загрузка...
    11-09-2019, 09:47
    Загрузка...