X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
რას ნიშნავს, თუკი მაღვიძარას ზარის შემდეგ ძილს აგრძელებთ? - ფსიქოლოგების საინტერესო ახსნა
  • რას ნიშნავს, თუკი მაღვიძარას ზარის შემდეგ ძილს აგრძელებთ? - ფსიქოლოგების საინტერესო ახსნა

    თუკი თქვენც ჩემსავით მაღვიძარას პირველივე ზარზე თიშავთ, გადაბრუნდებით და ძილს აგრძელებთ, ძალიან ნუ იდარდებთ - ამ ჩვევის ადამიანებს არცთუ ისე უიმედოდ გვაქვს საქმე...

    ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხნის წინათ დაამტკიცეს, რომ მაღვიძარას ზარი ადამიანის მდგომარეობაზე ქვეცნობიერად მოქმედებს და ორგანიზმში სტრესს იწვევს, მაგრამ მაღვიძარას თემას ახლა მკვლევარები შეეხნენ და გადაწყვიტეს, ცხოვრების რიტმის შესახებ საკმაოდ საინტერესო დასკვნა გაგვიზიარონ.

    მკვლევარების დასკვნით, დილით მაღვიძარას ზარის გაგონება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეზღუდვაა, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს უწესებს. ჯერ ადგომას გადავდებთ ხოლმე, შემდეგ კი ძალიან ცოტა დრო გვრჩება მოსამზადებლად, რის გამოც სამსახურში ვაგვიანებთ. მოკლედ, თუკი მაღვიძარას „მსხვერპლი“ ხართ, შესაძლოა, ზარმაცი და უპასუხისმგებლო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ, მაგრამ კვლევა სულ სხვა რამეზე საუბრობს. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მაღვიძარას დარეკვის შემდეგ ძილს კვლავ აგრძელებენ, უფრო ჭკვიანები, კრეატიულები და ბედნიერები არიან.

    ასე რომ, მაღვიძარას ზარმა გაგაღვიძათ? გამორთეთ, გადაბრუნდით და გააგრძელეთ ძილი. მთავარია, თქვენს ტკბილ ძილს სამსახური არ „შესწიროთ“.













    წყარო:funtime.ge
    157 ნახვა
    Загрузка...
    12-09-2019, 02:55
    Загрузка...