X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ქალის 6 ნაკლი, რომელზეც კაცები გიჟდებიან
  • ქალის 6 ნაკლი, რომელზეც კაცები გიჟდებიან

    გამოკითხვის თანახმად, დადგინდა, რომ ქალების ზოგიერთ „ნაკლს“ კაცები ისე მძაფრად არ აღიქვამენ, როგორც თავად ქალები. მაგალითად...

    1. მრგვალი ფორმები
    სექსუალური ფორმების მქონე, პუტკუნა ქალები კაცებს ძალიან მოსწონთ. მართალია, 90-60-90-ზე იდეალურად მიიჩნევა, მაგრამ კაცებმა გულწრფელად აღიარეს, რომ სახლში ამგვარი აღნაგობის გოგოების ყურება არ სურთ. ახლა კიდევ ერთხელ დაფიქრდით, სანამ ზედმეტი 2-3 კილოგრამის დაკლებას გადაწყვეტთ.

    2. მიმიკური ნაოჭები
    დაიჯერეთ, რომ მსუბუქი ნაოჭები არაფერს აფუჭებს, ეს თქვენს მხიარულ ხასიათზე მიანიშნებს. თან პლასტიკური ქირურგია და სილამაზის ნემსებით შენარჩუნება ბოლო დროს მოდიდან გადადის, კაცები კი უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებენ.

    3. მსუბუქი მოუწესრიგებლობა
    აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ქალმა თავს საერთოდ არ უნდა მიხედოს. რა თქმა უნდა, აუცილებელია აკურატულობა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ზედმეტი პედანტობა ინტერესის დაკარგვას იწვევს. ხოლო მსუბუქი მოუწესრიგებლობა - უმაკიაჟობა და სადა სამოსი - კაცებს მაგნიტივით იზიდავთ.

    4. მსუბუქი აზროვნება
    მსუბუქ „სისულელეებს“ კაცები სექსუალურად მიიჩნევენ. თუკი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, გაისეირნეთ საყვარელ ადამიანთან ერთად ქუჩაში ღამით, მიირთვით პიცა შუაღამისას. ამგვარი სულელური გადაწყვეტილებები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ძალიან მოსწონთ.

    5. ბუნებრიობა საქციელში
    კაცებს ძალიან მოსწონთ ბუნებრივი საქციელი და არა მსახიობობა. ამიტომ მხოლოდ მსუბუქად გაუსვით ხაზი საკუთარ ბუნებრივ სილამაზეს და იყავით ის, რაც ხართ. თქვენი რჩეული თქვენს ამ თვისებას დააფასებს, გვენდეთ.

    6. კარგი მადა
    ბოლო დროს ქალები ჭამისგან სიამოვნებას ნაკლებად იღებენ და სულ უფრო მეტად აკონტროლებენ კალორიებს, თუმცა, ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ისე არაფერი აახლოებს წყვილს, როგორც საჭმლის ერთობლივი მზადება ან ერთად გემრიელად ჭამა.











    წყარო:funtime.ge
    644 ნახვა
    Загрузка...
    12-09-2019, 04:24
    Загрузка...