X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ივანიშვილის ჯოჯოხეთური მანქანა, „მთავარი“ და ზაზა ოქუაშვილი
  • ივანიშვილის ჯოჯოხეთური მანქანა, „მთავარი“ და ზაზა ოქუაშვილი

    მეოთხე დღეა, „მთავარი“ არხი ეთერშია. საზოგადოება და პოლიტიკური წრეები აღიარებენ, რომ „მთავარის“ გუნდმა შეუძლებელი შეძლო - ტელევიზიამ მაუწყებლობა 19 დღეში დაიწყო. ამასთან, ისიც ასანიშნავია, რომ ყველაფერ ამაში ლომის წვლილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს მიუძღვის, რასაც იგივე პოლიტიკური სახეებიც აღიარებენ. მაგალითად, „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი ნიკა მაჭუტაძე აღნიშნავს, რომ ოქუაშვილმა ყველაფერ ამით იმის მაგალითი აჩვენა, თუ როგორ შეიძლება იყო ქართველი და იმავდროულად ევროპელიც.

    „ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კვლავ შეიქმნა მძლავრი იარაღი, მისი ერთგვარი სახრჩობელა - აზრი და სიტყვა, ცოდნა და კავშირი - აი, რა არის უძირითადესი ამ საქმეში და რაც ჩვენს თვალწინ გაკეთდა, ეს არის სასწაული.

    ზაზა ოქუაშვილმა საუკეთესო ქართული და ევროპული თვისებები გააცოცხლა ჩვენს თვალწინ - ეს არის მაგალითი, როგორ უნდა იყო ევროპელი და ქართველი, თანამედროვეც და ტრადიციულიც, მოჯანყეც და შემოქმედიც.

    მისმა ბრძოლამ ჯერ ხომ მაგალითი მოგვცა ყველას, შეუპოვარმა ბრძოლამ, მართალმა და პატიოსანმა. ოლიგარქიის ჭეშმარიტი მესაფლავეა - ყველა ატრიბუტით. ანტიოლიგარქია მთელი თავისი ამბით, უდიდესი ღვაწლითაც საქართველოს დემოკრატიის და თავისუფლების წინაშე.

    ასეა - ადამიანების მართალი ძალისხმევა მუდამ იძლევა შედეგს. მთავარია, გადაწყვეტა - ეს გადაწყვეტილებაა მთავარი, რომ სამოქალაქო ცხოვრებამ სწორედ აქ და ახლა მოგვთხოვა მოქმედება. ამის გაცნობიერება, ამის მიმართ ერთგულება ფასდაუდებელია, შედეგიანია, ნაყოფიერია.

    ამიტომაცაა ნიკა გვარამია სრულიად განსაკუთრებული პიროვნება ჩვენს თანამედროვე სამოქალაქო ყოფაში - რომ არ გარტყდა, არ დანებდა, არც კი შეჩერდა. გააგრელა იქედან, სადაც მისი გაჩერება სცადეს. ჩვენმა დემოკრატიამ მსგავსი არ იცის - სიტყვისთვის, აზრისა და საშინაო თავისუფლებისთვის მაგალითი დადო. “მთავარი არხი” არ არის მხოლოდ სატელევიზიო მაუწყებლობა. ეს არის ეროვნული ორგანო, დემოკრატიის ორგანო, რომელიც უკვდავი აღმოჩნდა. ის ჩაენაცვლა მოკლულ პარლამენტს - თანამედროვე ქართული პოლიტიკური სიტყვა აქ უნდა გადარჩეს, რათა თავად დემოკრატია გადარჩეს. ამ აღქმის გარეშე, მასშტაბი ვიწროვდება. არადა, დიდია ეს მასშტაბი, საოცრად დიდი. ჩვენ რომ ვერ წარმოგვიდგენია, ისეთი.

    ამ მასშტაბებს მასშტაბური ადამიანები ეზიდებიან ხოლმე. სხვები გზადაგზა იკარგებიან, მინავლდებიან, მარცხდებიან ხოლმე,“ - წერ მაჭუტაძე სოციალურ ქსელში.

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზა წიკლაური კი მიიჩნევს, რომ იმ ნაბიჯი გადადგმა, რომელიც ოქუაშვილმა გადადგა, ადვილი არ იყო.

    „დიდი მადლობა ზაზა ოქუაშვილს. ადვილი არ იყო ამ ნაბიჯის გადადგმა და ივანიშვილის ჯოჯოხეთური მანქანის წინააღმდეგ დადგომა. მან ეს გააკეთა და საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს პიროვნულ კეთილდღეობას არჩია ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის.

    რამდენიმე კვირის წინ უკვე ვიცოდი, რომ ეს პატრიოტული და ძალიან საშიში გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, მაგრამ ვღელავდი, რადგან კარგად ვიცოდი რისკებიც და საფრთხეც, რაც ამ ნაბიჯს ახლდა.

    მან მისცა ტელევიზია მებრძოლ საქართველოს და ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის პატრიოტები არ დაუვიწყებენ ჩვენი სამშობლოს ერთგულებას გადამწყვეტ ჟამს.

    ერთი დღეც დადგება, უფრო მეტს დავწერ ამ კაცზე - მოხარული ვარ, რომ ვმეგობრობთ და საერთო მიზანიც გვაქვს - საქართველოს გამარჯვება,“ - წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ წიკლაური.









    წყარო:newposts.ge
    343 ნახვა
    Загрузка...
    12-09-2019, 04:27
    Загрузка...