თეგებით ძიება
12. 09. 2019 News-ები

„ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პროექტი რუსულ ინტერესებში გაცვალა" - ზურაბ მელიქიშვილმა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ მელიქიშვილი საქართველოს ხელისუფლებას ანაკლიის პორტის რუსულ ინტერესებში გაცვლაში ადანაშაულებს.

„2013 წელს როდესაც „ქართული ოცნება“ ურტყამდა ლაზიკის პორტს მაშინ რუსეთმა დაიწყო შავი ტამანის პორტის მშენებლობა, როგორც საერთაშორისო ცენტრის მშენებლობა, ზუსტად იგივე მოდელით რა მოდელითაც ანაკლიის პორტი შენდებოდა. ზუსტად იგივე კონცეფციით დაიწყეს ნადირობა ინვესტორებზე, პრიორიტეტული გახადეს აღნიშნული პროექტი და მილიარდობით დოლარი იქნა გამოყოფილი. მაშინ, როდესაც შვიდი წლის განმავლობაში დაპაუზებული არის ანაკლიის პორტი, ტამანის ნავსადგური დღითი-დღე იზრდება და უფრო მეტ გადაზიდვას ახორციელებს. ტამანის პორტის ერთადერთი კონკურენტი იქნებოდა ანაკლიის პორტი. მთავარი ამოცანა არის, რომ ანაკლიის პორტი გაჩერდეს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი, ან საქართველოს მიანიჭოს მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე ან გახადოს რუსეთის გუბერნია. ეს საქათველოს ხელისუფლებამ გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ და ამას ჰქვია ღალატი. ამ ღალატის შესაბამისად, ანაკლია ვერაფერს ვერ მიიღებს. ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა საქართველოსთვის, მილიარდობით შემოსავალი დაკარგა საქართვლოს ეკონომიკამ, რა მიიღო რუსეთმა? მიიღო უალტერნატივო დერეფანი"- აღნიშნა მელიქიშვილმა.













წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა