თეგებით ძიება
12. 09. 2019 News-ები

იბრაჰიმოვიჩის მსგავსი ვარცხნილობის გამო, მე-4 კლასელ ბიჭს სკოლიდან გაგდებით ემუქრებიან

რუსეთში ქალაქ სოსნოვობორსკის მაცხოვრებელი, სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე პროხორ ილინიხი სოცქსელების ვარსკვლავი გახდა მას შემდეგ, რაც მისი ვარცხნილობა სკოლის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების მიზეზი გახდა. ბიჭს თმები გვერდებზე ქონდა აპარსული, გაქერავაბული თმები კიი კუდად კეფაზე ქონდა შეკრული, როგორც მის კუმირს - შვედ ფეხბურთელს ზლატან იბრაჰიმოვიჩის.

სასწავლო წლის პირველ დღეს პროხორი სახლში გაბრაზებული დაბრუნდა და მსობლებს უამბო, რომ დირექტორმა მას თმის სამაგრი მოხსნა და განუცხადა, რომ სკოლაში ასეთი ვარცხნილობით სიარული არ შეიძლებოდა. დირექტორმა ბავშვს მოსთხოვა რომ ვარცხნილობა შეეცვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სკოლაში არ დაუშვებდა.

მშობლები სიტუაციის გასარკვევად სკოლაშ მივიდნენ, სადაც დირექტორის მოადგილემ მათ შესთავაზა, რომ ბავშვი საშინაო სწავლაზე გადაეყვანათ. ამის შემდეგ მშობლებმა საქმეში მედია ჩართეს და განაცხადეს, რომ სკოლაში მის შვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

დირექტორის თქმით, მსგავსი ვარცხნილობები დასავლეთის ქვეყნებიდან შემოვიდა და ის ძირითადად ლჯბტ თემის წარმომადგენლებს აქვთ, რაც მისთვის მიუღებელია.

რაც შეეხება მშობლების პოზიციას, მათი თქმით, ბიჭის ვარცხნილობა მას სწავლაში ხელს არ უშლის და ამიტომ მათი შვილის თვითგამოხატვის დაცვა პრინციპის საკითხია.

მოსკოველმა ბლოგერმა ანატოლი „ნოვოტოჩკი“ კაპუსტინმა მის გამომწერებს მოუწოდა, რომ მისწერონ იბრაჰიმოვიჩს, რომ მხარი დაუჭიროს მის თაყვანისმცემელს.

„გამარჯობა ზლატან, გთხოვთ, დაეხმარო შენს თაყვანისმცემელს, რომელსაც მასწავლებლები იმის გამო ემუქრებიან, რომ შენნაირი ვარცხნილობა აქვს.“- წერენ ინგლისურენოვან ტექსტს ზლატან იბრაჰიმოვიჩს პროხორის გულშემატკივრები.










წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა