თეგებით ძიება
12. 09. 2019 News-ები

აირჩიეთ ხე და გაიგეთ, როგორ შეიძლება თქვენი დახასიათება ერთი სიტყვით

ფსიქოლოგები ადამიანებს, ხასიათის მიხედვით, გარკვეულ კატეგორიებად ყოფენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, გახსოვდეთ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და ბუნებაში მეორე მსგავსი არ არსებობს...

1. ინიციატორი
საყვარელ საქმეს მთლიანად უძღვნით თავს, ასრულებთ ხარისხიანად და გულით. რაც არ მოგწონთ, თანამოსაუბრეს ბოლომდე უმხელთ და თან თვალებში უყურებთ. ინტრიგების ხლართვა თქვენი საქმე არაა. დღისითაც და ღამითაც მზად ხართ მეგობრის დასახმარებლად. ხშირად ხართ შეყვარებული და ამ გრძნობას ბოლომდე ეძლევით.

2. საიმედო
თუ საქმე მოგანდეს, ხარისხიანად შეასრულებთ. თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. ხშირად გაკითხავენ რჩევისთვის, ვინაიდან ბუნებამ სიბრძნე დაგაბერტყათ. ოჯახს პირველ ადგილზე აყენებთ. მეგობრებს ძნელბედობისას დახმარების ხელს უწვდით.

3. შემოქმედი
თქვენი თავი იდეების სკივრია. საგნებს სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად აღიქვამთ. ცდილობთ, წარსულში თქვენი მოქმედებები გააანალიზოთ და დასკვნები გამოიტანოთ. ბევრს ინტრავერტი ჰგონიხართ, მაგრამ შინაურებმა კარგად იციან, როგორი მხიარული და გულისხმიერი ხართ.

4. მარტოხელა
ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებთ და მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს ეყრდნობით. ფიქრობთ ლოგიკურად, აანალიზებთ საქციელსა და ნათქვამ ფრაზებს. ხელმძღვანელობა კარგად გამოგდით, თუმცა მაღალ მოთხოვნებს უყენებთ როგორც ქვეშევრდომებს, ისე საკუთარ თავსაც.















წყარო:funtime.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა