თეგებით ძიება
12. 09. 2019 News-ები

რატომ არ ჭამენ ჩინელები და იაპონელები ჩანგლით ან კოვზით?

ბამბუკის პირველი ჩხირები დაახლოებით 3000 წლის წინათ გამოჩნდა და ისინი ჩინელებმა გამოიგონეს. თავდაპირველად, ტაფაზე საკვების გადასაბრუნებლად ან ქვაბიდან ხორცის ამოსაღებად იყენებდნენ. იმ ჩხირების სიგრძე დაახლოებით 38 სმ იყო. მოგვიანებით, როცა საკვების მისაღებად გამოყენება დაიწყეს, ჩხირების სიგრძე 25 სმ-მდე შემცირდა.

ჩინეთის შემდეგ, საკვების ჩხირების ტრადიცია იაპონიაშიც გავრცელდა. დღეს იაპონელებისა და ჩინელების გარდა, საკვებს ჰასის დახმარებით კორეელები და ვიეტნამელებიც მიირთმევენ.

მშრალ საკვებთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, თუმცა საინტერესოა, როგორ ჭამს ეს ხალხი წვნიანს? როგორც გაირკვა, ისინი წვნიანს მაღალ ფიალებში ასხამენ. ჰასის დახმარებით, ხორცის ნაჭრებს იღებენ და შემდეგ წვენს, უბრალოდ, სვამენ.

იაპონელები ამტკიცებენ, რომ არც მომავალში აპირებენ პირში რკინის საგნების ტრიალს, რადგან ეკოლოგიურად სუფთა ხისგან დამზადებული ჩხირები გაცილებით უსაფრთხო და საიმედოა.

ტრადიციულად, ჰასის დასამზადებლად ბამბუკს, კვიპაროსს, ნეკერჩხალს და ქლიავის ხეს იყენებენ.
მრგვალი ან კვადრატული ფორმის ჩხირებს უფერო ლაქს უსვამენ და სადაფის საღებავით ფარავენ. ჩხირები პირადი სარგებლობის ნივთად ითვლება, ამიტომ სხვა ადამიანისთვის მათი გადაცემა მიღებული არ არის. თანაც ამისთვის ერთჯერადი ჰასი არსებობს.

იაპონელები წელიწადში 30 მილიარდ ხის ჩხირს გამოიყენებენ. ამასთანავე, საკუთარი ქვეყნის მწვანე საფარს თვალის ჩინივით უფრთხილდებიან და ჰასისთვის საჭირო ნედლეულს ჩინეთში ან რუსეთში ყიდულობენ.










წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა