თეგებით ძიება
12. 09. 2019 News-ები

რატომ არ უნდა დასვათ წერტილი ტექსტური შეტყობინების ბოლოს?!

მსოფლიოში დღეს ადამიანების უმეტესობა ერთმანეთს სმს შეტყობინებებით ეკონტაქტება. ტექსტური შეტყობინების ფორმა კი, როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ გამგზავნის ინტელექტზე, მის გულწრფელობაზეც მეტყველებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე წერტილს ეხება...

სულ ახლახან ბინჰემპტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 126 მაგისტრანტი მონაწილეობდა.
ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ მიმღები ნაკლებად გულწრფელად მიიჩნევს ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც წერტილით მთავრდება.

ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები ერთმანეთს ხელნაწერი წერილისა და ტექსტური შეტყობინების სახით, დაახლოებით ამ შინაარსის კითხვებს უგზავნიდნენ: „კინოში წასვლა გინდა?“ პასუხი იყო „კი“ ან „რა თქმა უნდა“.
აღსანიშნავია, რომ, თუ ხელნაწერ ტექსტში პასუხის ბოლოს წერტილის არარსებობა მიმღების მიერ პუნქტუაციულ შეცდომად აღიქმებოდა, სმს გზავნილში იგივე გულწრფელობად ფასდებოდა.

მეცნიერების განმარტებით, ტექსტური შეტყობინებების შემთხვევაში, ადამიანებს პუნქტუაციის ნაკლები მოთხოვნა აქვთ. ტექსტური შეტყობინებები, როგორც წესი, ძალიან მოკლეა და ყოველი სიტყვა ან სიმბოლო კონტექსტის გადმოსაცემად გამოიყენება. ამგვარად, როცა ტექსტურ შეტყობინებას სასვენი ნიშნების გარეშე ვაგზავნით, ის აღიქმება, როგორც სპონტანურად დაწერილი და შესაბამისად, უფრო გულწრფელი.













წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა