თეგებით ძიება
12. 09. 2019 News-ები

აი, რატომ უნდა გადავიკრათ თითები ლეიკოთი... აუცილებლად მივმართავ ამ ხერხს!

სამწუხაროდ ჩვენს ფეხებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ფეხსაცმლის „ტყვეობაში“ ყოფნა. იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო კომფორტული იყოს გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც თქვენი ფეხსაცმლის მოვლაში დაგეხმარებათ.

1. კბილის პასტა.

კბილის პასტა ათეთრებს თეთრ ფეხსაცმელს, ან ფეხსაცმლის კანტს. წაუსვით კბილის პასტა პრობლემურ ადგილას, ცოტახნით გააჩერეთ და ძველი კბილის ჯაგრისით გაწმინდეთ. თუ ზედმეტად რთულად ამოსაყვანი ლაქაა შეგიძლიათ საპნიანი წყალიც გაურიოთ.


2. სპირტი.

ფეხსაცმლის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა ცოტა ტუ შეედრება სპირტს. თუ ფეხსაცმელზე ლაქა გაჩნდა, წაუსვით ცოტაოდენი სპირტი და გააჩერეთ 30 წუთი. ჭუჭყი მაშინვე გაქრება.


3. სოდა

ჩაყარეთ ნებისმიერ ფეხსაცმელში სოდა. ის აქროს უსიამოვნო სუნს და აკეთებს დეზინფექციას. მოათავსეთ სოდა საღამოს ფეხსაცმელში, და დილით თქვენ უკვე იგრძნობთ შედეგს.


4. ფრჩხილის ქლიბი.

ზამშის ფეხსაცმელზე არსებული ნაკაწრები, შეგიძლიათ ქლიბის დახმარებით მოაშოროთ.


5. ძმარი.

ჩაალბეთ ძმრისა და წყლის ნაზავში ფეხსაცმელი, რომელსაც ცუდი სუნი ასდის. შეგიძლიათ ზევიდან რამე სიმძიმე დაადოთ, რომ კარგად ჩალბეს. ძარი მოაშორებს ცუდ სუნსა და ჭუჭყს და ძველებურ იერს დაუბრუნებს თქვენს ფეხსაცმელს.


6. ვაზელინი.

ლაკის ფეხსაცმელს ბზინვარებას ვაზელინის წასმით დაუბრუნებთ. ის ასევე დამალავს ნაკაწრებს.


7. სიმინდის სახამებელი.

სიმინდის სახამებელი დაგეხმარებათ ცხიმიანი ლაქების მოშორებაში, როგორც ზამშის, ისე სხვა ტიპის ფეხსაცმელზე. დააყარეთ ცოტაოდენი სახამებელი ლაქებს და დაელოდეთ.


8. თმის საშრობი.

ფეხსაცმლის გაფართოებაში სქელი წინდები და ფენი დაგეხმარებათ. ჩაიცვით წინდები და მოირგეთ ფეხსაცმელი, შემდეგ კი მიუშვირეთ თმის საშრობიდან გამოსული ცხელი ჰაერი. ფეხსაცმელი აუცილებლად გაფართოვდება.


9. ყინული.

ფეხსაცმლის გაფართოების კიდევ ერთი საშუალებაა ყინული. აავსეთ პარკები, რომლებსა შესაკრავი აქვთ წყლით და მოათავსეთ ისინი ფეხსაცმელში. ფეხსაცმელი კი შედგით საყინულეში 20 წუთით. წყლის გაყინვასთან ერთად, ფეხსაცმლის ზომაც ბუნებრივად შეიცვლება.


10. დეოდორანტი.

თუ თქვენი ფეხსაცმელი ფეხს გტკენთ ან გიხეხავთ, წაუსვით პრობლემურ ადგილებში დეოდორანტი და მაშინვე იგრძნობთ შვებას.


11. ლეიკო პლასტირი.

თუ 2-3 თითს ლეიკოთი გადაახვევთ, ქუსლებზე დგომისას თავს უფრო კომპფორტულად იგრძნობთ. ფეხები ნაკლებად დაგეღლებათ, რადგან სიმძიმე სწორად იქნება გადანაწილებული. თუ მთელი დღე ქუსლებზე მოგიწიათ დგომა, კარგი იქნება თუ მწვანე ჩაის აბაზანას მიიღებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა