პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც მედიასთან უხეშობით გამოირჩევა, ამბობს, რომ "ჟურნალისტები უყვარს"
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მედიის კრიტიკულ კითხვებს გაურბის. ირწმუნება რომ ჟურნალისტები უყვარს. ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში, ქალიშვილის ქეთევან გორჯესტანს ტელეკომპანია France24-ის ჟურნალისტობა მიულოცა.
„ქეთევანის პირველი პირდაპირი ეთერი ვაშინგტონიდან სადაც დაინიშნა France24 ის ოფიციალურ კორესპონდენტად. ჟურნალისტები მიყვარს“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენმტმა განსხვავებული აზრის გამო, უფრო კონკრეტულად "რუსთავი 2"-იდან გამოშვებული ნოდარ მელაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო, საკუთარი პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
წყარო:newposts.ge