თეგებით ძიება
13. 09. 2019 News-ები

„შოკში ვართ, ეს საშინელი ტრაგედიაა“- კაცი, რომელმაც 10 თვის ბავშვი მდინარეში გადაადგდო, მამამისი აღმოჩნდა

მამაკაცი, რომელიც 10 თვის ზაქარიას მდინარეში გადაგდებაშია ეჭვმიტანილი, ბავშვის მამა აღმოჩნდა.

22 წლის ზაკ ბენეტ ეკო, რომელიც შვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.




ინციდენტი დიდი მანჩესტერის ქალაქ რედკლიფში მოხდა. 10 თვის ბიჭუნა ირველის მდინარიდან მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ამოიყვანეს.

ბავშვის მამის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ზაკ ბენეტ ეკო, ბიჭუნას მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მისთვის დაბადების დღის წვეულებას გეგმავდა.

„ზაკი ძალიან კარგი ბიჭია. ის და მისი ცოლიც ბედნიერი წყვილი ჩანდა. ბავშვის დაბადების დღეს გეგმავდნენ. როცა ეს ამბავი შევიტყვე გავოგნდი. შოკში ვართ, ეს საშინელი ტრაგედია და მთელს ოჯახს სურს დაადგინოს თუ რა მოხდა,“- განაცხადა 22 წლის ზაკის დიდმა ბაბუამ დევიდ კავანაჰმა.

გამოძიების თანახმად, 10 თვის ზაქარია მდინარეში განზრახ გადააგდეს. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ბავშვი მდინარის ხიდთან მამაკაცმა კალათით მიიყვანა და წყალში გადააგდო.

ბავშვის მამის ბრალეულობის დასადგენად გამოძიება გრძელდება.

წყარო: Primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა