თეგებით ძიება
13. 09. 2019 News-ები

ხელი თუ პენისი - დედამთილის გაკეთებულმა საჩუქარმა წყვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო

ინსტაგრამექაუნთზე @awkwardfamilyphoto გამოქვეყნდა მომავალი დედამთილის მიერ გაკეთებული საჩუქარი, რომელიც მან მომავალ სარძლოს ნიშნობისთვის გაუკეთა. დედამთილმა კარგ იდეად ჩათვალა, რომ მედალიონზე გამოსახული ყოფილიყო ხელის თხოვნის მომენტი. სურათზე, რომლის მიხედვითაც მედალიონი დამზადდა, მამაკაცი დაჩოქილია გოგონას წინაშე და მარჯვენა ხელში ბეჭედი უჭირავს, მარცხენა ხელი კი ფეხზე აქვს ჩამოდებული. სწორედ მედალიონზე გადატანილმა ამ მარცხენა ხელის მონახაზმაა გამოიწვია დიდი მხიარულება სოციალურ ქსელში, რადგან ის პენისს მიამგვანეს.

„ირონიულია, მაგრამ სწორედ ეს სკულპტურაა წყვილის თაფლობის თვის სიმბოლო.“ „ამას ნამდვილად დავთანხმდებოდი.“ „უხამსი შეთავაზებაა“- წერენ ინტერნეტმომხმარებლები ფოტოს კომენტარებში.











წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა