თეგებით ძიება
13. 09. 2019 News-ები

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა" - ფინანსთა მინისტრი მამუკა ხაზარაძეს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პოლიტიკური მოძრაობის "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ბიზნესში უხეშ ჩარევასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ბიზნესი ისეთი თავისუფალი როგორიც ახლა არის საქართველოში არასოდეს არ ყოფილა.

"კიდევ გიმეორებთ, რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, ჯერ კიდევ კომერციული მაღაზიები დაიწყო სარდაფებში, აი, იქიდან მოყოლებული დღემდე, ასე თავისუფალი არ ყოფილა ბიზნესი. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ მთავრობის წევრი ვარ, შეიძლება, დღეს ვარ ხვალ არ ვიყო მთავრობის წევრი. თუ აქ ცხოვრობდა ამ წლების განმავლობაში ადამიანი და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს, ეს ფაქტია. იქნება გამონაკლისი, რამე ქეისი, ვიღაცას რაღაც პრობლემა, გამოიტანოს სააშკარაოზე, დაასაბუთოს და ვილაპარაკოთ" - აღნიშნა მაჭავარიანმა.










წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა