თეგებით ძიება
13. 09. 2019 News-ები

საქართველო "დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მე-7 ადგილს იკავებს - რომელი დიეტაა ყველაზე პოულარული

რას და როგორ ვჭამთ, ეს ჩვენი ცხოვრების მუდმივი თემაა, დიეტა კი ძალიან მწვავე საკითხი ფართო საზოგადოებისთვის.

აშშ-ში ყოველ წელს დიეტაზე 45 მილიონი ადამიანია, ამერიკელები 33 მილიარდ დოლარს ხარჯავენ გახდომისთვის საჭირო პროდუქციის შესაძენად. რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში და არის თუ არა იქაც დიეტებისა და გახდომისკენ ასეთი სწრაფვა. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საიტმა chefspencil.com-მა Google Trends-ს მიმართა, იმის გასაგებად თუ რას ეძებენ სხვა ქვეყნებში ამ თემასთან დაკავშირებიტ და რამდენად ხშირად.

როგორც აღმოჩნდა Google-ში დიეტებათან დაკავშირებულ ინფორმაციას ყველაზე ხშირად პოლონეთში ეძებენ. პოლონეთმა დიეტების მძებნელ ქვეყნებში პირველი ადგილი და 100 ქულა აიღო. პოლონეთში ყველაზე მეტად გავრცელებულია ექიმ ევა დაბროვსკის მიერ შემუშავებული კვების გეგმა, რომელიც ჯანსაღ კვებაზე გადასვლამდე დეტოქსიკაციის სტადიას ითვალისწინებს.

ავსტრალიამ მე-2 ადგილი დაიკავა 85 ქულით, აქ ყველაზე პოპულარული Keto-ს დიეტაა.

მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია 78 ქულით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ აშშ-ში ყოველ წელს დიეტაზე 45 მილიონი ადამიანია, ამერიკელები 33 მილიარდ დოლარს ხარჯავენ გახდომისთვის საჭირო პროდუქციის შესაძენად.

გუგლის მონაცემები აჩვენებს, რომ ახალ ზელანდიაში ყველაზე პოპულარული Keto-ს დიეტაა, ასევე ნახშირწყლების დაბალი შემცველობის და დეტოქს დიეტები. ახალი ზელანდია ამ შედეგებით მეოთხე ადგილზეა 77 ქულით.

მოლდოვაში ძალიან პოპულარულია სამკურნალო „დიეტა No. 5“ რომელიც მიხეილ პევსნერის მიერაა შემუშავებული . ეს დიეტა ნაკლებ ცნობილია აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებს მიღმა, თუმცა პოპულარულია რუსეთში.

სამხრეთ აფრიკა მე-6 ადგილზეა 76 ქულით, აქაც ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მსგავსად პოპულარულია Keto-ს დიეტა.

მე-7 ადგილზე 76 ქულით საქართველოა, აქ ყველაზე მოთხოვნადი „დუკანის დიეტაა“, რომელიც ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტაა და რამდენიმე ფაზას მოიცავს. საქართველოში ასევე პოპულარულია გასახდომი ჩაიც.

ლიბანი მერვე ადგილზეა 74 ქულით, აქ პოპულარულია ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებული დიეტები და Keto-ს დიეტა.

კანადელები ყველაზე ხშირად ინტერესდებიან Keto-ს დიეტით, Google Trends-ის მონაცემებით დიეტის მიმართ ასეთი ინტერესი არ ყოფილა 2004 წლიდან. კანადა მე-9 ადგილზეა 70 ქულით.

მე-10 ადგილს იკავებს ასავე 70 ქულით დიდი ბრიტანეთი. გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე პოპულარული Keto-ს დიეტაა, დიეტებით ყველაზე დაინტერესებულნი არიან უელსში.

70 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა ხორვატია. აქ ყველაზე პოპულარულია, ე.წ ლიპოსაქციის დიეტა, რომელიც რეალური ლიპოსაქციის მსგავსად ცხიმის მოშორებაზეა ორიენტირებული.

ყატარში GM-დიეტაა პოპულარული Keto-ს დიეტასთან ერთად. Healthline-ის თანახმად GM დიეტის წარმოშობა გაურკვეველია. ყატარი მე-12 ადგილზეა 67 ქულით.

მე-13 ადგილზეა არაბეთის გაერთიანებული ემირატები 67 ქულით. როგორც აღმოჩნდა დიეტებით დაინტერესება ემთხვევა ისლამური მარხვის დასასრულს, რადგან მიუხედავად იმისა რომ მარხვის დროს დღის განმავლობაში საკვების მიღება იკრძალება, გვიან მიღებული საკვები წონის მატებას იწვევს.

მე-14 ადგილს ირლანდია იკავებს 67 ქულით, დიდი ბრიტანეთის მსგავსად აქაც პოპულარულია Keto-ს დიეტა.

თხუთმეტეულს 65 ქულით ასრულებს რუმინეთი, აქაც ის დიეტებია პოპულარული რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშია გავრცელებული. ყველაზე პოპულარული კი დიეტა „რინაა“, რომელიც ასევე ცნობილია, როგოც 90 დღიანი დიეტა, ეს დიეტა გულისხმობს ყოველდღიურად კონკრეტული კატეგორიის საკვების მიღებას, ოთხდღიანი ციკლის მიხედვით.

საბერძნეთში, სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების მსგავსად დიეტების ძებნის სიხშირე იკლებს საშობაო და სააღდგომო მარხვების დროს. ამ ქვეყანაში პოპულარულია ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტა. საბერძნეთი 65 წულით მე-16 ადგილზეა ოცეულში.

მე-17 ადგილზე 64 ქულით იტალიაა, აქ ყველაზე პოპულარული Keto-ს დიეტაა, დიეტებით დაინტერესებულები კი ყველაზე მეტად სამხრეთ რეგიონებში არიან.

მე-18 ადგილი და 61 ქულა ერგო ქუვეითს, სადაც მოსახლეობის თითქმის 43%-ს ჭარბი წონა აქვს. აქ ყველაზე პოპულარული Keto-ს დიეტაა.

57 ქულით მე-19 ადგილზე ჩეხეთია, იმის გამო რომ ჩეხური საჭმელი მაღალკალორიულია. აქ ყველაზე პოპულარული ნახშირწყლების დაბალი შემცველობის „ნიზკოსაჩარიდოვა“ დიეტაა.

მე-20 ადგილზე რუსეთი გავიდა 57 ქულით, აქ ყველაზე პოპულარული „დიეტა No. 5“-ია. თუმცა როგორც მონაცემებზე დაკვირვებით ჩანს ბოლო ათწლეულში რუსეთში დიეტების მიმართ ინტერესი შემცირდა.










წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა