თეგებით ძიება

ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად - 16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – დღე სასიამოვნო სიახლით დაიწყება. პოზიტიური ცვლილება გელით სამსახურში/სასწავლებელში. ენერგიის მომატებას იგრძნობთ და რთულ საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით.

კურო – დღეს საინტერესო და უჩვეულო ადამიანებს გაიცნობთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს, თუ მოინდომებთ.

ტყუპი – ახალ სიყვარულს შეიძლება სამსახურში ან სასწავლეებლში შეხვდეთ. ნუ ეძებთ იდეალებს. მიიღეთ ადამიანი ისეთი, როგორიც რეალურადაა. ნუ მოგერიდებათ პირადი გრძნობების გამოხატვის.

კირჩხიბი – დილიდან უსიამოვნებების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თავგადასავალში აგიყოლიებთ. საღამო ნათესავებთან ერთად, მყუდრო და გემრიელ გარემოში გაატარეთ.

ლომი – საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, ახალი საქმიანი პარტნიორები და მომხრეები გამოგიჩნდებიან. დღეს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება.

ქალწული – დღეს საკუთარი ნათქვამი საქმით უნდა დაამტკიცოთ. თქვენ გაქვთ ყველა იარაღი, რომ სამყარო გააუმჯობესოთ. ზოგიერთს სასიყვარულო პარტნიორისგან რომანტიკული სიურპრიზი ელის.

სასწორი – შემთხვევით მოსმენილმა სიმღერამ შეიძლება სენტიმენტალურ განწყობაზე დაგაყენოთ. საღამო კი სკოლის მეგობარი გეწვიოთ. მოიწესრიგეთ ფიქრები. ეცადეთ, ყველას გამო არ ინერვიულოთ.

მორიელი – შეხვდით საქმიან პარტნიორებს და მეგობრულ გარემოში განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. ზოგიერთს დაწინაურება, ჯგუფის ლიდერად დანიშვნა ელის. რთულ საკითხებსაც მარტივად გაართმევთ თავს.

მშვილდოსანი – აუჩქარებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. თუ თავად გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რჩევა ნათესავებს ჰკითხეთ.

თხის რქა – დღეს ყველა უსიამოვნებას მშვიდობიანად მოაგვარებთ. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური, განსაკუთრებით საკამათო სიტუაციაში. წარმატებას მიაღწევთ და ლიდერის როლს დაიკავებთ.

მერწყული – საკუთარ თავს გარკვეული ჩარჩოები უნდა დაუწესოთ. ნუ გაფლანგავთ ფულს და ნუ დახარჯავთ დროს ტყუილ საქმეებზე. ოპერატიულად გაუმკლავდებით საკუთარ ვალდებულებებს.

თევზები – დღეს აუცილებელია, დადებითი გავლენა მოახდინოთ ახლობლებზე. რაც უფრო მეტი მხარდაჭერა და დახმარება გექნებათ, მით მეტ სასიკეთო საქმეს გააკეთებთ. თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ, ნუ შეგეშინდებათ გარისკვის.












წყარო:itar.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა