თეგებით ძიება
17. 09. 2019 News-ები

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 18 სექტემბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9626 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.9608 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0018-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2657 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2699 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0042-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.6745 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6874 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0129-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5171 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5179 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0008-ით გამყარდა.















წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა