თეგებით ძიება

რა გელოდებათ 2020 წელს, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2020 წელი აღმოსავლური კალენდრის 12-წლიან ციკლს გახსნის. მისი დიასახლისი თეთრი მეტალის ვირთხა იქნება. თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ 2020 ნაკიანი წელია. გაიგეთ პირველებმა, რა გელოდებათ და რისთვის უნდა მოემზადოთ 2020 წელს.

ვერძი - გამოცდებისა და გამძლეობის წელი დაგიდგათ
სიჯიუტითა და მიწოლით ვერაფერს მიაღწევთ და ამას წლის დასაწყისშივე მიხვდებით. უნდა იყოთ მეტად რბილი და მოქნილი, უხეშობა კი დიპლომატიით ჩაანაცვლოთ. მოთმინებითაც აღიჭურვეთ, თუ გსურთ, პოზიტიურ ტალღაზე იყოთ და მინუსებზე მეტი პლუსები გქონდეთ.

კურო - თქვენი წელია, თამამად იმოქმედეთ
რაც უფრო მეტად იქნებით მიზანმიმართული, მით უკეთესია თქვენთვის. იყავით შედეგზე, გამარჯვებაზე ორიენტირებული. წარმატება მოვა, მაგრამ ცოტა უნდა გააქტიურდეთ. ზოგიერთი ცხოვრების კარდინალურად შეცვლას გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ ვენერას შვილიკოებს ცვლილებები არ უყვართ.

ტყუპი - ოპტიმისტური წელია
ახალ ნაცნობობასა და საინტერესო წინადადებას გპირდებათ. შეიძლება შეიცვალოს თქვენი ოჯახური სტატუსი. მსუბუქი წელი გელით. სასურველს მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ. სამყაროსგან სასიამოვნო სიუპრიზებიც გელით.

კირჩხიბი - სერიოზული არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით
ან უნდა გარისკოთ და სურვილის ასრულებით გაბედნიერდეთ, ან ინანოთ, რომ შანსი გაუშვით ხელიდან. თუ პოზიტიური ცვლილებები გსურთ, თქვენი "ნიჟარიდან" უნდა გამოხვიდეთ და ყველას დაუმტკიცოთ, რომ საუკეთესოს იმსახურებთ. ხანდახან კი უნდა მოდუნდეთ და მიიღოთ ყველაფერი ისე, როგორც სინამდვილეშია.

ლომი - გამოცდების წელი დაგიდგათ
მზად იყავით მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის. ძალიან ბევრი რამ თქვენს მონდომებასა და სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას. მეტი დრო დაუთმეთ დეტალებს, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი წვრილმანები.

ქალწული - წარმატებული წელი გელით
თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ მერკურის მმართველობის ქვეშ მყოფებს ფანტასტიკური პერიოდი დაგიდგათ. წლის დასაწყისში აღმაფრენას იგრძნობთ და "მთების გადასადგმელი" ძალაც აღმოგაჩნდებათ. იყავით მეტად თამამი.

სასწორი - მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ცხოვრებას
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს საოჯახო საკითხები. გარშემო მყოფებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ. გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში და მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. წლის მეორე ნახევარში ან საბედისწერო ადამიანს გაიცნობთ, ან გაიგებთ, რომ მალე შვილი გეყოლებათ.

მორიელი - მარტივი წელი არ გელით
გარშემო მყოფების ქცევა ხშირად გახდება აწეული წნევის მიზეზი. გამორიცხული არაა, რომ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება მოგიწიოთ. იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული ყველა სფეროსა და სიტუაციაში. ერთმა მკვეთრმა ქმედებამ შეიძლება სერიოზულად დაგაზიანოთ.

მშვილდოსანი - გადახედეთ გარემოცავს
იუპიტერის შვილებს მნიშვნელოვანი წელი დაუდგათ. მას შეგვიძლია განწმენდის წელიც ვუწოდოთ. უნდა გათავისუფლდეთ იმ მარწუხებისგან, რაც განვითარებაში გიშლით ხელს და დეგრადაციისკენ გექაჩებათ. თეთრი ვირთხის წელი პოზიტიურ ცვლილებებს გთავაზობთ ბიზნესში. მთავარია, გართობას გადაყოლილმა შანსი არ გაუშვათ ხელიდან.

თხის რქა - აღმოჩენების წელი დაგიდგათ
წლის დასაწყისშივე მიხვდებით, რომ სასურველის მისაღწევად მეტი დიპლომატია და კომპრომისი გმართებთ. გარშემო მყოფების დახმარების გარეშე საკუთარ იდეებს ვერ განახორციელებთ. გაუღიმეთ სამყაროს და საპასუხოდ ისიც გაგიღიმებთ. 2020 წელს კარგია ოჯახის შექმნა. პერსპექტიული ნაცნობობა გელით.

მერწყული - იდეების განხორციელების და მშვენიერებით ტკბობის წელია
ჩანაფიქრებს მართლაც განახორციელებთ, თუ თავადვე მოინდომებთ და წყალში არ ჩაყრით იმ შრომას, რაც დღემდე მოიტანეთ. ნუ დაუგდებთ ყურს ჭორიკნებს. ნუ დაუჯერებთ იმას, რასაც საკუთარი თვალით არ ნახავთ. არ აჰყვეთ "კეთილმოსურნეების" პროვოკაციებს. იყავით მეტად გააზრებული.

თევზები - ცვლილებების წელია
თუ საკუთარ ძალებსა და თავში დარწმუნებული არ იქნებით, უსიამოვნო პერიოდი არ დასრულდება და იდეების განხორციელება კიდევ უფრო გადაიწევს. თუ კარგად მოიქცევით, წლის ბოლოს მიხვდებით, რომ განვითარდით და ნაყოფიერი წელიც გქონდათ.

სრულად იხილეთ საიტზე marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა