თეგებით ძიება

20 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - აჩქარებით საქმეს გააფუჭებთ. უმჯობესია, კარგად გაერკვეთ ნიუანსებში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კურო - თუ გრძნობთ, რომ ახლობლებთან და განსაკუთრებით მშობლებთან ურთიერთობა დაგეძაბათ, დღეს უნდა გამოასწოროთ შეცდომა. მათი დახმარებით ბევრს მიაღწევთ.

ტყუპი - სიფრთხილე და ზომიერება გამრთებთ ყველაფერში, განსაკუთრებით, საჭესთან. თქვენს ცხოვრებაში პატარ-პატარა სიხარულები მოხდება და დატკბით მომენტებით.

კირჩხიბი - შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ და დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

ლომი - მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო საქმიანობას. იყავით მეტად მიზნამიმართული. ნუ ეცდებით უსიამოვნებების მოგვარებას ძვირფასი საჩუქრებით. თქვენგან უფრო სერიოზულ ნაბიჯს ელიან.

ქალწული - ურთიერთგამომრიცხავ სიტუაციებში აღმოჩნდებით. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და მოზომილი. მეტი ყურადღება მიაქციეთ იმ საქმეებს, რომლებმაც ფული უნდა მოგიტანოთ.

სასწორი - უამრავ საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. იყავით მშვიდი და განწყობის მიხედვით აირჩიეთ საქმიანობა. მთავარია, არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ.

მორიელი - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დღე გელით. პირველ რიგში იფიქრეთ საკუთარ ინტერესებზე და რაც მთვარია, აკონტროლეთ ემოციები.

მშვილდოსანი - გარშემო მყოფებთან ურთიერთობის, საზოგადოებრივი და საჭირბორტო საკითხების განხილვის დღეა. საღამო საინტერესო ადამიანთებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა - დღეს ყველას მოხიბლავთ. გარშემო მყოფები აღფრთოვანებული არიან თქვენი მტყველებით, მანერებით. იმ ადამიანის ყურადღებასაც მიიაცევთ, ვინც თქვენთვის მნიშვნელოავნია.

მერწყული - მოთმინებით აღიჭურვეთ და თქვენთვის მნიშვნელოვანის საკითხები საჭირო ადამიანთან ერთად განიხილეთ. იყავით გულახდილი და გულწრფელი.

თევზები - დღეს სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლოთ და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები. შეიძლება მოსაუბრეთაგან ვიღაცას რაღაც წამოსცდეს და ამით უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნას. ეცადეთ, დიპლომატიურად გაეცალოთ მასაც და სიტუაციასაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა