თეგებით ძიება

23-29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი
სიყვარული - საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ მზრუნველობას და სიყვარულის გამოხატვას ელის. მხოლოდ საკუთარ თავზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ნუ ხართ. ფინანსები და კარიერა - ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებას. კარგი კვირაა სემინარებსა და ლექციებზე დასასწრებად. მოერიდეთ ისეთი შეცდომების დაშვებას, რომელთა გამოსწორებაც ძვირი დაგიჯდებათ. ჯანმრთელობა - მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი.


კურო
სიყვარული - მეტად გამოხატეთ მზრუნველობა და სიყვარული საყავრელი ადამიანის მიმართ. ნუ დაინანებთ დროს სიყვარულისთვის.
ფინანსები და კარიერა - მეტად გამოავლინეთ ინიციატივა და გაწევრდით თქვენთვის საინტერესო ორგანიზაციასა თუ ასოციაციაში. მეტად იკონტაქტეთ პოზიტიურ ადამიანებთან, ვინც დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებაში.
ჯანმრთელობა - მეტად გაუფრთხილდით გულს, გულთან ნუ მიიტანთ უსიამოვნებებს. ხშირად დაისვნეთ.

ტყუპი
სიყვარული - დიდი ფიქრის შემდეგ მიხვდებით, რომ ურთიერთობა მხოლოდ საწოლში იდილია არაა. თქვენ უფრო მეტი გჭირდებათ. უმჯობესია, ერთხელ გეტკინოთ, ვიდრე მუდამ გულნატკენი იყოთ.
ფინანსები და კარიერა - მიზანი, რომლისკენაც იწევდით, სულ ახლოსაა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სპონსორებთან, ხელმძღვანელობასთან. ადრე ჩაფიქრებულის რეალიზების პერიოდია. პანიკაში ნუ ჩავარდებით, ყველაფერს ეშველება და რასაც არ ეშველება იმაზე არ უნდა ინერვიულოთ.
ჯანმრთელობა - მოთოკეთ ემოციები და მშვიდად იმოქმედეთ.

კირჩხიბი
სიყვარული - საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერითა და შექებით ახალი მიღწევებისკენ უბიძგებთ. ეცადეთ, სამუშაო დღეებიც კი დღესასწაულად უქციოთ მას.
ფინანსები და კარიერა - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ეცადეთ, ფული პატიოსანი გზით იშოვოთ. თუ უფროსი ხართ, წაახალისეთ თანამშრომლები, გაუუმჯობესეთ მუშაობის პირობები.
ჯანმრთელობა - შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა დაავადებამ. შეამცირეთ დატვირთვა.

ლომი
სიყვარული - ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. საყვარელ ადამიანთან გულითადი საუბარი დაგამშვიდებთ. მეტად იზრუნეთ კავშირის გაუმჯობესებაზე.
ფინანსები და კარიერა - მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების პერიოდი დაგიდგათ. იყავით მაქსიმალურად ჩახედული ყველა წვრილმანში. პარტნიორებს მაინცდამაინც თვალდახუჭული ნუ ენდობით.
ჯანმრთელობა - ახლა გაცივება და უსიამოვნო სიურპრიზები არ გაწყობთ, გაუფრთხილდით ყურებს.

ქალწული
სიყვარული - მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. საღამოობით საყვარელ ადამიანს ჩაეხუტეთ და არა, სამსახურის საქმეებს.
ფინანსები და კარიერა - ახალი ხელშეკრულებების გაფორმების დროა, შეიძლება ახალი პარტნიორებიც გაიჩინოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ჯანმრთელობა - დაიწყეთ ვარჯიში. გამონახეთ დრო და მიაკითხეთ სტომატოლოგს.

სასწორი
სიყვარული - საყვარელ ადამიანს შეუძლია თქვენი დახმარება. მთავარია, სწორი ფორმით მიმართოთ. დაქორწინებულებმა მეტად გაანებივრეთ მეუღლე.
ფინანსები და კარიერა - უფროსთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები და მოითხოვეთ სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სარფიანი იქნება მივლინება.
ჯანმრთელობა - შეამცირეთ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და გონებრივი დატვირთვა.

მორიელი
სიყვარული - საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ რომანტიკას, მზრუნველობას ითხოვს. თუ ხვდებით, რომ ადამიანს არ უხარია თქვენი დანახვა, ან უნდა გაერკვეთ სიტუაციაში, ან უნდა გაეცალოთ.
ფინანსები და კარიერა - იდეების განხილვის, მომავლის დაგეგმვის კვირაა. მეტად კრეატიული უნდა იყოთ. ყველაზე რთულ საკითხებსაც კი დახვეწილად და ეფექტურად გაართმევთ თავს.
ჯანმრთელობა - ისწავლეთ სტრესთან გამკლავება. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

მშვილდოსანი
სიყვარული - შეიძლება ახალი სიყვარული გეწვიოთ, რომელიც თავაგადასავალებით იქნება აღსავსე. მეუღლეებმა მეტი პოზიტივი და ოპტიმიზმი შეიტანეთ ურთიერთობაში.
ფინანსები და კარიერა - თანამოაზრეების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. კვირის მეორე ნახევარი პროექტების დეტალურ განხილვას დაუთმეთ. მოსალოდნელია ხარჯი. ზოგიერთი ახალი ფილიალის გახსნას გადაწყვეტს.
ჯანმრთელობა - ზომიერება გამრთებთ ფიზიკური აქტიურობისას. გაიჯანსაღეთ სხეული.

თხის რქა
სიყვარული - თქვენი გულის მოგება ადვილი არაა, მაგრამ თუ რომანტიკული თავაგადასავლებისთვის მზად ხართ, უნდა გააქტიურდეთ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით.
ფინანსები და კარიერა - აკონტროლეთ მიღებული ინფორმაცია. მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან კონტაქტს და საქმეების წარმოებას, ვისაც შელახული რეპუტაცია აქვს. სიცივე შეინიშნება კოლეგებთან და უფროსთან ურთიერთობაში.
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით შარდის ბუშტს. მაქსიმალურად ბევრი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

მერწყული
სიყვარული - რომანტიკული განწყობა და სასიამოვნო სიურპრიზები გელით. მიხვდებით, რომ ადრე არასწორად იქცეოდით და ახლა გააუმჯობესებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.
ფინანსები და კარიერა - დაძაბულ გრაფიკში მოგიწევთ მუშაობა და გადაღლილობაც მოიმატებს. აკონტროლეთ კოლეგები. შეამცირეთ ურთიერთობა სახელმწიფო სამსახურებთან. მუშაობაში მეტად უნდა გამოიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები.
ჯანმრთელობა - მეტად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ძილი, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

თევზები
სიყვარული - იყავით გულახდილი საყვარელ ადამიანთან და ეცადეთ, მეტად ენდოთ პარტნიორს. რთულ სიტუაციებს თავს შეთანხმებულად და ერთად დააღწევთ. კვირის ბოლოს რომანტიკული სიურპრიზი მოუწყვეთ მეუღლეს.
ფინანსები და კარიერა - კოლეგები თქვენი მუშაობით კმაყოფილები არიან. გამოიკვლიეთ მარკეტინგის სფერო. უცხოელ პარტნიორებთან სიფრთხილე გამრთებთ. განსაკუთრებით, კვირის მეორე ნახევარში.
ჯანმრთელობა - არ გადაღალოთ თვალები. გამონახეთ დრო მხედველობის აღდგენისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა