თეგებით ძიება
23. 09. 2019 News-ები

ბათუმში კომაროვის სკოლა აშენდება - „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ გენერალური გეგმის დიზაინ კონცეფციის დამუშავებასთან დაკავშირებით კვლევას ატარებს

სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას გენერალური გეგმის დიზაინ კონცეფციის დამუშავებასთან დაკავშირებით [იმ ტერიტორიის, სადაც კომაროვის სკოლა უნდა აშენდეს ბათუმში].

აგვისტოში სააგენტოს გამოცხადებული ჰქონდა ფასთა კვლევა ბათუმში კომაროვის სკოლის პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით.

1. დაწყებულია თუ არა სკოლის დეტალური პროექტირება? [თუ შესაძლებელია მოგვწეროთ ვინ აპროექტებს და რა თანხაა საჭირო ამ მომსახურებისთვის]

ამ ეტაპზე სკოლის ესკიზი მზად არის, მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება დიზაინ ბილდით.

2. არის თუ არა დაახლოებითი ვადები/გათვლები, თუ როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს სკოლის მშენებლობა?

სკოლის მშენებლობა წინასწარი გათვლებით, დაიწყება დაახლოებით მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს და დასრულდება 2020 წლის სექტემბრისთვის.

3. სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდება?

სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება სატენდერო დოკუმენტააციის მომზადების შემდგომ, სავარაუდოდ მიმდინარე წლის 15-20 სექტემბერის პერიოდში.

4. დაახლოებით რა თანხაა საჭირო, წინასწარი გათვლებით, ბათუმში კომაროვის სკოლის პროექტირება-მშენებლობისთვის? აღნიშნული პროექტისთვის არის თუ არა გარკვეული თანხა გამოყოფილი 2019 წელს? რა თანხის გამოყოფაა დაგეგმილი ამ პროექტისთვის მომავალ წელს[წლებში]?

წინასწარი გათვლებით სკოლის მშენებლობისთვის 13-14 მილიონი ლარია საჭირო. თანხის 20 % გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში, ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება დარჩენილი თანხა.

















წყარო:newposts.ge




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა