თეგებით ძიება
23. 09. 2019 News-ები

ქუდი, რომელიც გამელოტებისაგან დაგიცავთ - ამერიკელი მეცნიერების know how

ვისკონსინელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თავის ქალის კანის ელექტრული სტიმულაციამ შეიძლება თმის ცვენის პროცესი შეაჩეროს. მათ შექმნეს სისტემა, რომელიც შესაძლოა დავზეც დამაგრდეს და ჩვეულებრივი ქუდის ან კეპის სარჩულშიც ჩაყენდეს.
აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა მოძრაობის დროს ავტომატურად აგენერირებს ელექტრულ იმპულსებს, რომელბის თავის ქალის კანსა და თმის ძირებზე ზემოქმედებენ.

სისტემის სისქე სულ 1 მილიმეტრია და ელექტროგამტარი მასალების რამდენიმე ფენისგან შედგება, რომელიც ხახუნის შედეგად ელეტროგანმუხტვას ახორციელებს. ელექტროიმპულსი იმდენად უმნიშვნელო სიმძლავრისაა, რომ ადამიანი მას ვერც გრძნობს.

ამჟამად მეცნიერები ქმნიან კეპს, რომელიც მთლიანად ასეთი მასალებისგან შედგება.

შეგახსენებთ, გამელოტების წინააღმდეგ არსებული მეთოდები ჯერჯერობით არაეფექტურია, ან ძალიან ძვირია. თავის ქალის კანის ელექტრული სტიმულაცია დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ აქამდე მას მხოლოდ სტაციონარული აპარატურით აკეთებდნენ.

ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ჩაატარეს ცდები უთმო ლაბორატორიულ თაგვებზე და აღმოჩნდა, რომ ცხოველებს თმის საფარიო აღუდგათ. ასევე, კვლევის ერთერთი ავტორი ამბობს, რომ მან სისტემა თავის მამაზე გამოსცადა და ერთი თვის შემდგ მისმა თმამ ზრდა დაიწყო. მეცნიერები ამბობენ, რომ კეპის ან სისტემის ტარება ძილის დროს არაეფექტურია, რადგან ის მხოლოდ მოძრაობისას მუშაობს და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელსაც თმის ცვენა ცოტა ხნის წინ დაეწყოთ, რადგან თუ დიდი ხნის მელოტი ბრძანდებით, თქვენი თავის კანი უკვე მოკლებულია თმის საფარის გაზრდის უნარს.









წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა