თეგებით ძიება
23. 09. 2019 News-ები

"სერიული შემწყალებელი"- ვინ არის შეწყალებული ორი ნარკორეალიზატორი

ერთ-ერთ შეწყალებულს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი და მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად ორი ნარკორეალიზატორიც შეიწყალა. ერთ-ერთი 25 წლის სანდრო არდაზიშვილია, მეორე კი 34 წლის თეა ბედინაძე. არდაზიშვილს პატიმრობა 2019 წლის მაისში შეუფარდეს. მან საპყრობილეში მხოლოდ 6 თვე დაჰყო.
1994 წელს დაბადებული მსჯავდებული , რომელიც ახლა უკვე თავისუფალია, გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაულის ჩადენას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პირი შეიწყალა და გაათავისულა როგორც საპატიმრო სასჯელის მოხდისგან, ასევე შეუმცირა პირობითი სასჯელი.









წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა