თეგებით ძიება
23. 09. 2019 News-ები

"პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ასევე არიან ნარკოდანაშაულისთვის, ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულები" - წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიერ შეწყალებულთა სიაში არის არა მარტო მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი, ასევე არიან ნარკოდანაშაულისთვის, ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულები.

"ახლა გამოძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ახლა როგორც თქვენ, ასევე მეც უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს, რათა იმ კითხვებს, რაც გაჩნდა მკვლელების, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით, გაეცეს პასუხები. ამ კითხვებს პასუხებს გასცემს გამოძიება, შესაბამისად დღეს ამ თემაზე დამატებითი კომენტარი ან ნაადრევი, ან უადგილო იქნებოდა. შეწყალების სიაში არის არა მარტო 109-ე მუხლით მსჯავრდებული სამი მკვლელი, როგორც საზოგადოებამ იცის, არის 260-ე მუხლი, ნარკოდანაშაული, არის ქურდობის, ყაჩაღობის მუხლები და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი. ზოგადი ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.














წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა